უკვე 6 წელია ვასწავლი მაღალმთიან რაჭა -ლეჩხუმში , სოფელ ზუბში. პროგრამა " ასწავლე საქართველოსთვის"- არის პროგრამა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამ პროგრამამ საშუალება მომცა გამეცნო უნიკალური და ძალიან თბილი ხალხი , ჩემი კოლეგები და უსაყვარლესი მოსწავლეები.
ზუბის საჯარო სკოლაში სწავლებენ უჭკვიანესი და უსაყვარლესი ბავშვბი. დღეს ერთ ერთ მათგანს გაგაცნობთ. ეს არის ულამაზესი გოგონა, ანა ომანაძე. ის არის ძალიან შრომისმოყვარე და თავაზიანი, ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვისაც ეს სჭირდება. 2019 წლის 25 თებერვალს კონკურსის LCC University English Speaking competition -ის ფარგლებში ანამ პირველი ადგილი მოიპოვა და 1 კვირით მიემგზავრება ლიტვაში, კლაიპედიაში, სადაც ის საქართველოს სახელით გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ეს დიდი წარმატებაა ასეთი პატარა სოფლისთვის და სასიხარულო ამბავი ჩემთვის, როგორც ანას მასწავლებლისთვის. მინდა ავღნიშნო რომ ჩვენ, რეგიონებში ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები გვყავს და მათ დახმარება, წახალისება და გვერდით დგომა ესაჭიროებათ. მე დღეს ძალიან ამაყი ვარ . ჩვენ შენით ვამაყობთ ანა.............
https://www.facebook.com/ana.omanadze.56/videos/2283806628523775/ ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.