სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირმა ნოსელიძე
საგანი: ინგლისური
ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო
მოსწავლეთა რაოდენობა: 3
გაკვეთილის თემა: ბულინგი ( ჩაგვრა) მოსწავლეებში - მიზეზები და გადაჭრის გზები
გაკვეთილის მიზანი:
1.
უცხ.ს.VI.13.
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
2.
უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი
მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
მოსწავლეები გაეცნობიან ბულინგის მცნებას , ასევე ბულინგის ტიპებს და მახასიათებლებს.
იმსჯელებენ ბულინგის სავარაუდო გამომწვევ მიზეზებზე და შემოგვთავაზებენ პრობლემის გადაჭრის
გზებს . მოსწავლეები შეძლებენ განასხვავონ ბულინგი კონფლიქტური სიტუაციიდან.
მიმართულება:
პრობლემაზე ორიენტირებული
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მისალმება.
მოსწავლეთა მოტივირება სასწავლო პროცესისადმი.
ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს .
გაკვეთილს ვიწყებ რამდენიმე სლაიდის ჩვენებით რათა
მოსწავლეები დაფიქრდნენ და თავად დაასახელონ
გაკვეთილის თემა. მოსწავლეები ასახელებენ
თემას, რის შემდეგაც ვახდენ წინარე
ცოდნის გააქტიურებას.
მოსწავლეებს
გავაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას რითაც ისინი შეფასდებიან გაკვეთილის ბოლოს.
დაფაზე ვხაზავ ასოციაციურ რუკას. წრის ცენტრში ჩაწერილია
სიტყვა ბულინგი . ვსვამ კითხვას თუ რა ასოციაციას იწვევს მათში სიტყვა „ბულინგი“. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას, ავსებენ ასოციაციურ რუკას.
ყველა მოსაზრება მისაღებია
|
გონებრივი იერიში
|
ჯგუფური
|
ასოციაციური რუკა
|
4წ
|
2
|
მინი ლექცია. მასწავლებელი სლაიდის მეშვეობით აცნობს მოსწავლეებს ბულინგის განმარტებას
და მის მახასიათებლებს .
|
მინი ლექცია
|
ჯგუფური
|
კომპიუტერი
|
3წ
|
3
|
https://www.youtube.com/watch?v=nWqDtz1LlR0
. მოსწავლეები უყურებენ
ფილმს და აკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
|
ფილმის ჩვენება
|
ჯგუფური
|
კომპიუტერი/ პროექტორი
|
4 წ
|
4
|
ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება უპასუხონ რამდენიმე
კითხვას ფილმის ირგვლივ.
1. იყო თუ არა ფილმში
ნაჩვენები სიტუაცია ბულინგის შემთხვევა?
2. დაასახელეთ
ფილმში ნაჩვენები ბულინგის მახასიათებლები
და გაამყარე თქვენი მოსაზრება არგუმენტებით.
3. თქვენი
აზრით რა შეიძლება იყოს მოსწავლეებს შორის ბულინგის გამომწვევი მიზეზები? ჩამოწერეთ
და გაგვიზიარეთ მიზეზები.
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას , იმსჯელებენ
სავარაუდო გამომწვევ მიზეზებზე, მოიყვანენ შესაბამის არგუმენტებს მოსაზრების განსამტკიცებლად.
|
კითხვების დასმა
|
წყვილებში
|
შუქნიშანი/ფერადი ფურცლები/ მარკერი / პროექტორი
|
7 წ
|
5
|
T დიაგრამის
მეშვეობით მოსწავლეები შეეცდებიან ინფორმაციის დახარისხებას. მოსწავლეებს დაურიგდებათ
დაჭრილი ფერადი ფურცლები რომელზეც დატანილია ინფორმაცია ერთჯერადი კონფლიქტის და
ბულინგის შესახებ . მათ ევალებთ გაარჩიონ ერთმანეთისაგან ეს ორი თითქოს მსგავსი მაგრამ
რადიკალურად განსხვავებული შემთხვევები.
|
T დიაგრამა
|
წყვილებში
|
ფლიპჩარტი
მარკერი
ფერადი ფურცლები
|
5წ
|
სიტუაციური ამოცანა. მასწავლებელი მოსწავლეებს წაუკითხავს
სიტუაციურ ამოცანას ბულინგის შესახებ და უსვამს კითხვას თუ როგორ მოიქცეოდნენ ისინი
მსგავს შემთხვევაში? რა გზებს იპოვიდნენ პრობლემის გადასაჭრელად.
მოსწავლეებს მუშაობენ პრეზენტაციაზე .
|
პრეზენტაცია
|
წყვილებში
|
ფლიპჩარტი/
მარკერი
|
10
|
|
კითხვის დასმით ან გასასვლელი ბილეთის გამოყენებით ვაჯამებთ გაკვეთილს.
მოსწ. გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს გაკვეთილის ირგვლივ. მოსწავლეები აფასებენ
თავიან თავს , ასევე აღნიშნავენ, თუ რა
იყო მათთვის საინტერესო, რის შესახებ სურთ
მათ მეტი ინფორმაციის მიღება.
|
შემაჯამებელი კითხვები
|
მუშაობა მთელ ჯგუფთან
|
მოსწავლე, მასწავლებელი, შეფასების რუბრიკა
|
5წ
|
|
მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება თემაზე „ არა ბულინგს სკოლებში“. მოსწავლეებს ვაფასებ
შეფასების რუბრიკის გამოყენებით
|
საშინაო დავალება
|
მთელი ჯგუფი
|
მოსწავლე, მასწავლებელი, შეფასების რუბრიკა
|
3 წ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლე
გაეცნო ბულინგის მცნების ზუსტ განმარტებას, ასახელებს ბულინგის სახეებს
და ძირითადი მახასიათებლებს. მას შეუძლია მსჯელობა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე,
სიტუაციური ამოცანის საფუძველზე პრეზენტაციის
სახით შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის გზებს. შეუძლია განასხვაოს ბულინგი და კონფლიქტური სიტუაცია. შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი,
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, საკუთარი
აზრის მკაფიოდ გამოხატვის და არგუმენტირების უნარი. მოსწავლეებს განუვითარდებათ ტოლერანტული
კულტურის უნარ ჩვენები.
შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ინდიკატორები
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
თემის
წარმოდგენა აუდიტორიისთვის.
|
ლოგიკურად დარღვეულია და ბუნდოვანია.
|
ლოგიკურად არის
აგებული
შეიმჩნევა მცირე
ხარვეზები.
|
თემა ლოგიკურად არის
აგებული,
წარმოდგენილი და
გასაგები.
|
დროის ლიმიტი
|
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს
|
იცავს თუმცა ხარვეზებით
|
სრულად იცავს დროის ლიმიტს
|
აუდიტორიასთან
კონტაქტი
|
პერიოდულად ამყარებს კონტაქტს
|
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს
|
კარგად ფლობს კომუნიკაციის უნარს
|
საუბარი
|
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს
|
გამართულია / მცირე პაუზებით
|
გამართულია გაუგებრად საუბრობს
|
ხელმოწერა:
ირმა ნოსელიძე
თარიღი:
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირმა ნოსელიძე
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: X I საშუალო
მოსწავლეთა რაოდენობა: 4
გაკვეთილის თემა: Water pollution - წყლის დაბინძურება
გაკვეთილის მიზანი:
1.
უცხ.ს.VII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
სხვადასხვა
ტიპის
აუდიოჩანაწერები
აქტუალურ
ან მისთვის საინტერსო თემატიკაზე ( მაგ.შემეცნებითი
ხასიათის
გადაცემა,დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი,დისკუსია)
2.
უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
3.
უცხ.ს.VII.14.მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია)აქტუალური საკითხის ,პრობლემის გარშემო
გაკვეთილის ტიპი
: გამჭოლი
კომპეტენციაზე
ორიენტირებული
-ეკოლოგიური
წიგნიერება
რაც გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ
უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა
და აღდგენაში.
·
მიზანი: მოსწავლე შეძლებს თემასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების გამოკვეთას, სხვადასხვა სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას და სათანადო
დასკვნის
გამოტანას.
·
მოსწავლე შეძლებს ისაუბროს პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და მოიყვანს
შესაბამის
მაგალითებს. მოსწავლე გააცნობიერებს
და გამოხატავს
პირადი დამოკიდებულებას საკითხის
მიმართ
და შემოგვთავაზებს გადაჭრის გზებს .
·
მოსწავლე დაისახავს პირად მიზნებს და პრეზენტაციის სახით შემოგვთავაზებს თუ როგორ შეუძლია მას შეიტანოს წვლილი წყლის დაბინძურების შემცირების საკითხის გადაჭრაში.
.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს და აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. მოსწავლეები
პოზიტიურად განეწყობიან სასწავლო პროცესისადმი.
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს სლაიდის ჩვენებით რათა მოსწავლეები დაფიქრდნენ და თავად გამოიცნონ გაკვეთილის თემა.
მოსწავლეები ასახელებენ თემას.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას რითაც ისინი შეფასდებიან გაკვეთილის ბოლოს.
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეებში
წინარე ცოდნის გააქტიურებას და მასწავლებელი სვამს კითხვას თუ რა ასოციაციას იწვევს მათში სიტყვა „დაბინძურება“. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას და ავსებენ რუკას.
|
გონებრივი იერიში
|
ჯგუფური
|
ფლიპჩარტი
მარკერი
პროექტორი, ფურცლები
|
3 წ
|
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გრაფიკულ ორგანაიზერს „ ვიცი, ვისწავლე და მინდა ვიცოდე“.
პირველი სვეტის შევსება ხდება გაკვეთილის დასაწყისში რაც მოსწავლეებს დაეხმარება გააქტიურონ წინარე ცოდნა აღნიშნული თემის ირგვლივ და მოახდინონ მასზე ახალი ცოდნის კონსტრუირება. ბოლო ორ სვეტს მოსწავლეები ავსებენ გაკვეთილის ბოლო ფაზაზე. მასწავლებელი ვსვამს კითხვებს
1. რა იციან მათ წყლის დაბინძურების შესახებ? მოსწავლეები ავსებენ პირველ სვეტს.
2. რა ვისწავლე და რის გაგებას ისურვებდით აღნიშნული თემის ირგვლივ.? მოსწავლეები
ავსებენ ბოლო ფაზაზე. აღნიშნული ორგანაიზერი მოსწავლეებს დაეხმარება გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრება, მოიყვანონ მაგალითები, შეაჯამონ ნასწავლი მასალა.
|
გრაფიკული ორგანიზატორი
|
ჯგუფური
|
ფლიპჩარტი, მარკერი, ფურცლები
|
4 წ
|
|
2
|
მინი ლექცია. მასწავლებელი სლაიდ შოუს გამოყენებით აცნობს მოსწავლეებს წყლის მნიშვნელობას დედამიწისთვის, ასევე წყლის დაბინძურების ძირითად წყაროებს და მოსალოდნელ
შედეგებს. მოსწავლეები ასევე უყურებენ დოკუმენტური ფილმს
წყლის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე რაც მათ თვალნათლივ დაეხმარება
უკეთესად გაიგონ და გაიაზრონ ეკოლოგიური პრობლემა.
|
მინი ლექცია
|
ჯგუფური
|
კომპიუტერი, პროექტორი
|
7 წ
|
3
|
ახალი ინფორმაციის გააზრება/ დახარისხება. კითხვების დასმის საშუალებით მასწავლებელი იგებს თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ახალი ინფორმაცია. მასწავლებელი სვამს შემდეგ კითხვებს :
1. დაასახელეთ წყლის დაბინძურების ძირითადი წყაროები.
2. ვინ ან რა არის წყლის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ? დაასახელეთ ბუნებრივი და არაბუნებრივი ფაქტორები.
3. რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს წყლის დაბინძურებამ? მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.
მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს , მსჯელობენ თემის ირგვლივ, მოჰყავთ შესაბამისი არგუმენტები.
|
კითხვა/ პასუხი /პრეზენტაცია
|
წყვილებში
|
კომპიუტერი/ პროექტორი
|
5 წ
|
4
|
მოსწავლეები ატარებენ დაკვირვებას რათა პრაქტიკულ მაგალითზე აჩვენონ თუ როგორ ხდება წყლის დაბინძურება ზეთის და ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენებით.
დაკვირვების აღწერა : ორ გამჭირვალე მინის ჭურჭელში მოსწავლეები მოათავსებენ
ონკანის წყალს. ერთ ჭიქაში ჩაასხამენ ზეთს, მეორე ჭიქაში სარეცხ საშუალებას. მოსწავლეები
აკვირდებიან წყლის დაბინძურების პროცესს საკლასო ოთახის პირობებში, ავსებენ შესაბამის
დაკვირვების ფურცელს შემდეგი კითხვების საფუძველზე.
როგორ გამოიყურება
დაბინძურებული წყალი?
იცვლის თუ
არა წყალი ფერს დაბინძურების შემდეგ?
იძენს თუ
არა სპეციფიურ სუნს ?
რა დაემართება
დაბინძურებულ წყალს თუკი მას დავტოვებთ ჭურჭელში რამდენიმე დღის განმავლობაში?
მოსწავლეები დაკვირვების საფუძველზე განიხილავენ წყლის
დაბინძურების სხვადასხვა ხარისხს პასუხობენ აღნიშნულ კითხვებს, მოჰყავთ მაგალითები
, მსჯელობენ და აკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
|
დაკვირვების მეთოდი
|
წყვილებში
|
2 წყალით სავსე ჭიქა ,
ზეთი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ფლიპჩარტი, მარკერი,
|
10 წ
|
5
|
ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები მოახდენენ წინარე და ახალი ცოდნის გამთლიანებას და შემოგვთავაზებენ თავიანთ პოზიციას პრობლემური საკითხის გადაჭრის ირგვლივ. მოსწავლეები პრეზენტაციის სახით ჩამოაყალიბებენ
თუ როგორია მათი წვლილი წყლის დაბინძურების პრევენციის საკითხში და როგორ მოახდენენ ისინი საკლასო ოთახში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში ტრანსფერს.
|
გრაფიკული ორგანაიზერი „მთავარი კითხვა“
|
წყვილებში
|
ფლიპჩარტი,
მარკერი,
ფერადი ფურცლები
|
5წ
|
კითხვის დასმის მეთოდის გამოყენებით მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს. მოსწ. გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს გაკვეთილის ირგვლივ. მოსწავლეები ავსებენ გრაფიკული ორგანიზატორის ბოლო ორ სვეტს „ ვისწავლე და მინდა ვიცოდე“.
|
შემაჯამებელი კითხვები
|
მუშაობა მთელ ჯგუფთან
|
ფლიპჩარტი, მარკერი,
ფერადი ფურცლები
|
6 წ
|
|
მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება თემაზე „ დედამიწა ჩემი სახლია - როგორ არ დავაბინძუროთ ის“.
მოსწავლეები აფასებენ თავიან თავს და ერთმანეთს,
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკის გამოყენებით.
|
საშინაო დავალება
|
ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკა
|
4 წ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი
შედეგები:
სამოდელო გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს თემასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების გამოკვეთა, სხვადასხვა სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება და სათანადო
დასკვნის
გამოტანა.
მოსწავლე
ისაუბრეს გამომწვევ მიზეზებზე და მოიყვანეს
შესაბამისი
მაგალითები,
გამოხატეს
თავისი
დამოკიდებულება
საკითხის
მიმართ
და შემოგვთავაზეს გადაჭრის გზები. მოსწავლეებმა გააცნობიერეს პირადი პასუხისმგებლობა წყლის დაბინძურების საკითხთან დაკავშირებით, დასახეს პირადი მიზნები თუ როგორ შეუშალონ ხელი წყლის დაბინძურებას .
შეფასება:
საგაკვეთილო
პროცესში
ჩართულობის
რუბრიკა
ინდიკატორები
|
3-5
|
6-7
|
8-10
|
აქტიური მონაწილეობა
|
პერიოდულად ერთვება
|
აქტიურია
|
აქტიურია,კონსტრუქციული და პროდუქტული
|
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
|
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს
|
გამოთქვამს საკუთარ აზრებს
|
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი
|
კონცენტრირება სამუშაოზე
|
ცდილობს კონცენტრირებას , მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
|
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
|
ყოველთვის არ უსმენს სხვის აზრებს ,ან უსმენს და აქვს არაადეკვატური რეაქცია
|
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
|
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია
|
ხელმოწერა: ირმა ნოსელიძე
თარიღი:
No comments:
Post a Comment