გარე დაკვირვების გეგმები





გაკვეთილის გეგმა #1
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: საგანი:  ირმა  ნოსელიძე
ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი :  დაწყებითი/ III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 9 მოსწავლე . კლასში  არ არის სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის თემა :  Months and  Holidays   
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე
1.    სწორად კითხულობს  და იგებს უცხო ტექსტს.
2.    უცხო ტექსტში მოძებნის და შემოხაზავს  ახალი ლექსიკურ ერთეულებს (Easter ,  Valentine’s day, Mother’s day,  Halloween , Christmas  )
3.    პასუხობს ტექსტის ირგვლივ  მარტივ კითხვებს.
4.    აკავშირებს ილუსტრაციას შესაბამის  თვესთან.
გაკვეთილის გეგმისა და თემის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.
აღნიშნული გაკვეთილი დაგეგმილია სახელმძღვანელოში New building blocks III, Unit 6 ( ბ. სულაკაურის გამომცემლობა) მოცემული მასალის მიხედვით და შეესაბამება პროგრამულ მასალას და სასწავლო მიზანს. გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს III  კლასში წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებიდან . I უცხ. დაწყ.(I) 3.5.9.  მოცემული გაკვეთილი რიგით პირველია დაგეგმილი გაკვეთილების ციკლიდან.
 თემის გადანაცვლების მიზეზი: აღნიშნული თავი (Unit 6 ) ავირჩიე იმიტომ, რომ თემამ მეტი ინტერესი  და ხალისი გამოიწვია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში. ვინაიდან დროის პერიოდი და თემა ემთხვეოდა ერთმანეთს , ესეც გადანაცვლების ერთ- ერთი მიზეზი აღმოჩნდა.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და საგაკვეთილო პროცესისთვის მზადება. მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და პოზიტიურად განაწყობს მათ სასწავლო პროცესისადმი.
Hello, boys and girls.
Glad to see you.
How are you? Tell me please, what date is it today? What day is it today? What month is it today?
საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს  აჩვენებს   დიდი ზომის კალენდარს და სთხოვს მათ დაასახელონ თუ რა არის ის და რისთვის გვჭირდება. Now I am going to show you a very useful thing. Can you tell me what is it? Why do we need it?  მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს.
Now, can you name the months of the year? მოსწავლეები იხსენებენ წელიწადის თვეებს და ასახელებენ მათ.  
You know, my favorite month is January , because New year is in January .  Now, it’s your turn , can you name your favourite month? Why do you like it? მასწავლებელი   აღნიშნავს რომ მისი საყვარელი თვე- იანვარია, იმიტომ რომ ახალი წელი იანვარშია. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ საყვარელი თვე და რატომ ანიჭებენ მას  უპირატესობას.
მოსწავლეები  ხელის აწევით პასუხობენ კითხვებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს მორიგი კითხვით მიმართავს:
Can you guess what the topic of our lesson is?
 მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ გაკვეთილის თემა, შემდეგ კი აცნობს მათ გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკებს, იმ მეთოდებს და რესურსებს, რომლებსაც გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და შესაფასებლად. შეფასების რუბრიკები თვალსაჩინოებისთვის კედელზეა გამოკრული. მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს საკლასო ოთახში ქცევის წესებს.
აქტივობის მიზანი : კლასის მობილიზება გაკვეთილისთვის.



 ვარაუდის გამოთქმა



კითხვა პასუხი


საერთო საკლასო
 კალენდარი  ფლიპჩარტზე მომზადებული კალენდარი, გაკვეთილის თემა  გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები.
მიზანშეწონილობა.
რესურსები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილში, რადგან მათ წინასწარ ეცოდინებათ, რა შედეგს უნდა მიაღწიონ გაკვეთილის ბოლოს და როგორ იქნება შეფასებული მათ მიერ შესრულებული სამუშაო.

4  წთ
2
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები წინარე ცოდნის საფუძველზე დაასახელებენ  მათთვის ნაცნობ დღესასწაულებს. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს  დაეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებაში და ახალი ცოდნის კონსტრუირებაში.

აქტივობის აღწერა : კლასი დაყოფილია წყვილებად. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს გონებრივი იერიშის რუკას, რომელსაც ცენტრში ჩაწერილი აქვს მთავარი მცნება “ Holidays” და ეკითხება მათ რომელი დღესასწაულები იციან. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში  1 წთ. განმავლობაში, იხსენებენ მათთვის ნაცნობ დღესასწაულებს და წერენ წებოვან ფურცლებზე. დროის ამოწურვის შემდეგ წყვილიდან ერთ-ერთი მოსწავლე  გამოიტანს სიტყვებს, წაიკითხავს და მიაკრავს რუკის მარცხენა მხარეს. ხოლო მარჯვენა მხარე , სადაც მასწავლებელს ახალი სიტყვები უწერია, დროებით დაფარულია.
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კითხულობს დღესასწაულებს. (იხ.დანართი# 1)

 მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის განმავითარებელ კომენტარს.

გონებრივი იერიში
წყვილები
წებოვანი ფურცლები, მარკერები

მიზანშეწონილობა. მთავარ საკითხზე ფოკუსირება, ნაცნობი სიტყვების გახსენების და დაფიქსირების ხელშეწყობა.
6
წთ
3



აქტივობის მიზანი: ლექსიკური სირთულის მოხსნა ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.

აქტივობის აღწერა : მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს დღესასწაულებს ინგლისურ ენაზე, მოსწავლეები იმეორებენ მათ. ( Mother’s day, Valentine’s day,  Easter, Halloween, Christmas)  დღესასწაულები დაფაზე გამოკრულია 
 ერთმანეთის თანმიმდევრობით. თავდაპირველად მასწავლებელი უცხო სიტყვებს კითხულობს ხმამაღლა და მოსწავლეები იმეორებენ როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯგუფურად. 
ამის შემდეგ,  მცირე ზომის ყუთში, მასწავლებელი ათავსებს  სხვადასხვა ნივთებს, რომელიც არის ამა თუ იმ დღესასწაულის სიმბოლო. მოსწავლეები რიგ-რიგობით  ამოიღებენ  ნივთებს, დაასახელებენ მათ და მიაკრავენს შესაბამისი სიტყვის ქვეშ.
 ( იხ. დანართი #2)


მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის  განმავითარებელ  კომენტარს.

 უცხო სიტყვების დამახსოვრება 
წყვილებში/ 

 ინდივიდუალური
სადღესასწაულო ბარათები

მიზანშეწონილობა: უცხო ლექსიკაზე ფოკუსირება,
მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება და კითხვის ეტაპისთვის მზადება.
6
წთ
4



აქტივობის მიზანი : ცოდნის კონსტრუირება/ ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები სხედან ჯგუფურად. მასწავლებელი მოსწავლეებს  ურიგებს 1 დან 12 მდე დანომრილ  მცირე ზომის ტექსტს. მოსწავლეებს ევალებათ წაიკითხონ ტექსტი, გაუზიარონ ერთმანეთს, მოძებნონ და შემოხაზონ დღესასწაულები.


მასწავლებელი მოსწავლეებს  აწვდის შესაბამის განმავითარებელ კომენტარს .

ტექსტის კითხვა





ჯგუფური მუშაობა
ტექსტი სახელმძღვანელოდან. მარკერი

მიზანშეწონილობა: მოსწავლეთა გააქტიურება, ახალი მასალისადმი ინტერესის გაღვივება.
8
წთ

აქტივობის მიზანი :  ტექსტის  გაგება/ გააზრების დონის შემოწმება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაუსრულებელი წინადადებებს აკრავს დაფაზე. სთხოვს მოსწავლეებს დახურონ ტექსტები და მოემზადონ სავარჯიშოს შესასრულებლად.  მასწავლებელი იგივე სავარჯიშოს ფურცლებზე ურიგებს მოსწავლეებს სთხოვს მათ დაასრულონ წინადადებები. მოსწავლეებს ეძლევათ 2 წუთი დასაფიქრებლად. მოსწავლეები პასუხს სცემენ გამოსაძახებელი ჩხირის მეშვეობით. მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით  ასრულებს წინადადებებს. მოსწავლეები აფასებენ სწორ პასუხს „ შუქნიშნის“ მეშვეობით. (იხ. დანართი #4)

Questions
1.    Super  Sam is preparing a---------------.
2.    Jassica is picking flowers for---------------.
3.    The Bunny is preparing ------------------.
4.    Ronnie is happy because -----------------.
5.    Uncle Phil is decorating -----------.
      6.Children are happy because-----.
დაასრულე წინადადებები



ჯგუფური



ინდივიდუალური  
ფლიპჩარტზე ჩამოწერილი დაუსრულებელი წინადადებები , დაჭრილი სიტყვები
 მიზანშეწონილობა :
ამ რესურსის დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ უკეთ გაიაზრონ წაკითხული მასალა და გაამთლიანო ტექსტი.
4წთ
5




აქტივობის მიზანი :
შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.

აქტივობის აღწერა :
  მოსწავლეებს ურიგდებათ  მათთვის უკვე ნაცნობი ტექსტი,  რომელიც არის დაჭრილი აბზაცებად  და  ევალებათ დაუკავშირონ თითოეული ტექსტის აბზაცი შესაბამის ილუსტრირებულ ფოტოს. ამით ისინი შეძლებენ ტექსტის თანმიმდევრობის აღდგენას თვეების მიხედვით და საერთო ჯამში,  მის გამთლიანებას.  ეს აქტივობა ასევე ხელს შეუწყობს კიდევ ერთხელ შესწავლილი ლექსიკური ერთეულების განმტკიცებას.

 მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს განმავითარებელ კომენტარს.



 შესაბამისობის  მოძებნა

ჯგუფური

კალენდარი
ილუსტრაციები
აბზაცებად დაჭრილი ტექსტი. წებო ფლიპჩარტი

მიზანშეწონილობა:აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული დავალების შესასრულებლად. დავალება სახალისოა და მარტივად შესასრულებელი, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ჩართულობას.

10წთ
6



აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება. სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება. შეფასება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეაფასონ ერთმანეთი და საკუთარი თავი. მოსწავლეები აღნიშნავენ თუ რა ისწავლეს დღეს, სიტყვიერად ან გასასვლელი ბილეთების გამოყენებით. ასევე, გამოთქვამენ  მოსაზრებას თუ რომელი აქტივობა  მოეწონათ.  მასწავლებელი განმავითარებელი კომენტარით აფასებს მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობის რუბრიკის  მეშვეობით.  მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს წინასწარ ფურცელზე დაბეჭდილ საშინაო დავალებას : მოსწავლის წიგნში, გვ.19 სავ.7.
 მასწავლებელი მადლობას უხდის მოსწავლეებს  და ემშვიდობება მათ.
 ვერბალური  

საერთო საკლასო
ფორმატი, სქემა , წებოვანი ღიმილები


მიზანშეწონილობა:
მოსწავლეთა მიერ ურთიერთ/თვით შეფასება, სწავლა- სწავლების გაუმჯობესების მიზნით
7 წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
I უცხ. დაწყ. (I).3.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის ირგვლივ საუბარი.
შედეგი თვალსაჩინოა თუ  მოსწავლე
Ø  პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
Ø  პასუხობს კითხვებს ნასწავლ თემატიკაზე;
Ø  აღწერს სურათს ;
I უცხ. დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების , წინადადებების გაშიფვრა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება .
შედეგი თვალსაჩინოა თუ  მოსწავლე
Ø  იგებს ზოგად შინაარსს;
Ø  შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ სიტყვებსა და ნაცნობი სიტყვებისაგან შემდგარ მოკლე წინდადებებს.
Ø  ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას ( რა,/ვინ,როგორ, რამდენი)
I უცხ. დაწყ.( I) 9. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
Ø  აფასებს სწავლის პროცესს; ავსებს ასაკის შესაბამის შეფასების სქემებს


შეფასება: ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
            მაღალი
საშუალო
დაბალი
ჯგუფის მიერ ტექსტის გაგება გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ვერ გააცნობიერა
ახალი ლექსიკური ერთეულების მოძებნა
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრები შეძლეს ახალი ლექსიკური ერთეულების მოძებნა და შემოხაზვა.
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს  ნაწილობრივ შეძლეს ლექსიკური ერთეულების მოძებნა და შემოხაზვა.
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს ვერ შეძლეს ლექსიკური ერთეულების მოძებნა და შემოხაზვა.
ტექსტის გამთლიანება
ჯგუფმა  წარმატებით შეძლო შესაბამისობის მოძებნა და დაკავშირება
ჯგუფმა ნაწილობრივ შეძლო შესაბამისობის მოძებნა და დაკავშირება
ჯგუფმა აღნიშნულ დავალებას ვერ გაართვა თავი.
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო ნაყოფიერი და საქმიანი ურთიერთობა
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო აქტიური. ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა.
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ. ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო.
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავდნენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს

ხელმოწერა: ირმა ნოსელიძე
თარიღი: 17.04.2019







დანართი #1                           გონებრივი იერიშის რუკა
 

 The words I                  the New
         Know                       Words 
                        Holidays
 























დანართი #2                









დანართი #3                                            TEXT
Task:  Read the text, comprehend and circle the holidays in it.
1.  It’s snowing. Everything is white. Ronnie is skiing.
2.  Red is for Valentine’s Day. Super Sam is writing a Valentines card.
3.  Jessica is picking snowdrops for mother’s day.
4.  It’s raining. The Easter bunny is preparing his Easter basket.
5.  Ms. Springfield likes her blue roses. It’s beautiful spring day.
6.  Children are happy because the school is over.
7.  It’s warm and sunny. Susan is in summer camp.
8.  It’s a hot   summer day. Greg is on the beach. He is happy.
9.  Children are happy. They are back to school. It’s time to see friends again.
10.                   It’s cloudy day. Elliot is getting ready for Halloween.
11.                   It’s cold and windy. Luke is in his room.
12.                   Christmas time .Uncle Phil is decorating the Christmas tree.

დანართი #4
Task: complete the sentences.
Questions
1.  Super  Sam is writing a---------------.

2.  Jassica is picking flowers for------------.

3.  The Bunny is preparing -----------------.

4.  Uncle Phil is decorating -----------------.

5.  Elliot is getting ready for -------------.







გაკვეთილის გეგმა # 3
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ირმა ნოსელიძე
საგანი:   ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი :  დაწყებითი / III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : კლასში 9 მოსწავლეა.  სსსმ მოსწავლე არ გვყავს.
გაკვეთილის თემა : The fox and hedgehog
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე
Ø  შეძლებს მცირე ზომის ტექსტზე დაყრდნობით ინფორმაციის ამოცნობას და დახარისხებას/ გამთლიანებას.
Ø  შეძლებს  ზედსართავი სახელების შესწავლას და პერსონაჟების დახასიათებას ( hard working,  buzy, lazy, hungry, freezing, helpful). 
Ø  ვენის დიაგრამის გამოყენებით მსგავსება / განსხვავებების პოვნას და პრეზენტაციას
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
აღნიშნული გაკვეთილი დაგეგმილია სახელმძღვანელოში  New building blocks 3 ( ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) მოცემული მასალის მიხედვით  ( Unit 6) და შეესაბამება პროგრამულ მასალას და სასწავლო მიზანს. გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს III კლასში წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებიდან.  I უცხ.დაწყ. ( I) 1,2,3,4,5,6,7,8. მოცემული გაკვეთილი  რიგით მესამეა დაგეგმილი გაკვეთილების ციკლიდან.
  თემის გადანაცვლების მიზეზი: აღნიშნული თავი (Unit 6 ) ავირჩიე იმიტომ, რომ თემამ მეტი ინტერესი  და ხალისი გამოიწვია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში. ვინაიდან დროის პერიოდი და თემა ემთხვეოდა ერთმანეთს , ესეც გადანაცვლების ერთ- ერთი მიზეზი აღმოჩნდა.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და საგაკვეთილო პროცესისთვის მზადება.
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და  პოზიტიურად განაწყობს სასწავლო პროცესისადმი.
Hello, boys and girls.
Glad to see you.
How are you? Tell me please, what date is it today? What day is it today? What month is it today?
აქტივობის მიზანი: კლასის მობილიზება ა და მოტივაციის შექმნა.

ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
ფლიპჩარტზე მომზადებულია გაკვეთილის თემა,მიზანი. შეფასების კრიტერიუმები. რესურსები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილში, აამაღლებს მათ მოტივაციას, რადგან მათ წინასწარ ეცოდინებათ, რა შედეგს უნდა მიაღწიონ გაკვეთილის ბოლოს და როგორ იქნება შეფასებული მათ მიერ შესრულებული სამუშაო.
4წ
2



აქტივობის აღწერა : საშინაო დავალების ფურცლებს მოსწავლეები აკრავენ მისთვის განკუთვნილ ადგილას. მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვას, თუ რატომ სთხოვა მან მოსწავლეებს დაეხატათ ტყე წელიწადის სხვადასხვა დროს. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს. მასწავლებელს წინასწარ მომზადებული და გაკრული აქვს დაფაზე ოთხი წელიწადის დრო ტყეში.  მასწავლებელი ეტაპობრივად ეკითხება მოსწავლეებს მოკლედ აღწერონ თითოეული მათგანი და დაასახელონ წელიწადის დრო.  რის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვას, თუ რომელი ცხოველები ცხოვრობენ ტყეში.
Can you tell me which animals live in the forest?  Can you name them?
 მასწავლებელი ასახელებენ ცხოველებს მასწავლებელი ავსებს გონებრივი იერიშის რუკას და მოსწავლეებთან ერთად დაახარისხებს ინფორმაციას: შინაური ცხოველები და ცხოველები რომლებიც ცხოვრობენ ტყეში.  
 მასწავლებელი მორიგი შეკითხვით მიმართავს მოსწავლეებს:
Can you guess what the topic of our lesson is ?
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ გაკვეთილის თემა , შემდეგ კი აცნობს მათ გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკებს, იმ მეთოდებს და რესურსებს, რომლებსაც გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და შესაფასებლად. შეფასების რუბრიკები თვალსაჩინოებისთვის კედელზეა გამოკრული. მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს ქცევის წესებს.
კითხვა -პასუხი


გონებრივი იერიშის რუკა
საერთო საკლასო
დაფა . ფერადი სურათი წელიწადის დროებით. მიზანშეწოდილობა. აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება გააქტიურონ წინარე ცოდნა და მოემზადონ გაკვეთილის მეორე ფაზისთვის.
6წ
3



აქტივობის მიზანი: ლექსიკური სირთულის მოხსნა ტექსტის უკეთ გაგების მიზნით.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მცირე ზომის ყუთში მოთავსებული აქვს ორი ცხოველი.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გამოცანას რომლის მეშვეობით მოსწავლეები გამოიცნობენ თუ რომელი ცხოველია ყუთში. ის მოსწავლე რომელიც  გამოიცნობს ცხოველს მიიღებს მას საჩუქრად.
1.      It’s forest animal. It has got long and thick tail. It’s orange and it likes chickens.  (It’s a fox).
2.      It’s a small animal and lives in the forest. It’s gray. It eats insects, small frogs. It often sleeps during the day. (It’s a hedgehog).
მასწავლებელი  დაფაზე აკრავს  ცხოველების ფერად სურათებს. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს მოკლედ დაახასიათონ ცხოველები.( ზეპირად)
Children, Can you describe these two animals?
 რის შემდეგაც, აქვე, აცნობს მოსწავლეებს წინასწარ გამზადებულ  რამდენიმე ზედსართავ სახელს და აკრავს მათ დაფაზე. მასწავლებელი იყენებს ვენის დიაგრამას, რომლის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ ცხოველების დახასიათებას და შედარებას გაკვეთილის ბოლოს.
Lazy-ზარმაცი
Freezing-გაყინული
Hungry -მშიერი
Hard-working -მშრომელი
Busy- დაკავებული
Helpful-სასარგებლო




უცხო სიტყვების დამახსოვრება  
საერთო საკლასო




ინდივიდუალური
ცხოველების ფერადი ფოტოები


რეალური ნივთები



უცხო სიტყვები

მიზანშეწონილობა : გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას, ჩართულობას, წახალისებას
7 წთ
4



აქტივობის მიზანი: ტექსტის წაკითხვა /გააზრება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო 22 გვერდზე. მოსწავლეები ეცნობიან ტექსტის სათაურს The Fox and hedgehog, მასწავლებელი მათ სთხოვს დააკვირდნენ ფოტოზე გამოსახულ ცხოველებს და გამოთქვან თავიანთი აზრი ტექსტთან დაკავშირებით. მოსწავლეებს ევალებათ წაიკითხონ ტექსტი ხმამაღლა / პაუზებით. თითოეული აბზაცის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.  


კითხვის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სვამს რამდენიმე კითხვას ტექსტის გაგების დონის დასადგენად. გვ.23 სავ 3.





კითხვის მეთოდი
საერთო საკლასო


წყვილებში
სახელმძღვანელო

მიზანშეწონილობა;

მოსწავლეთა გააქტიურება და ჩართულობა . ინტერესის ზრდა . კითხვის უნარის განვითარება
12წთ

აქტივობის მიზანი: პერსონაჟებს შორის მსგავსება/ განსხვავებების პოვნა

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე გამოაკრავს ვენის დიაგრამას. მოსწავლეებს ურიგდებათ დაჭრილ ფურცლებზე დაწერილი ზედსართავი სახელები და ევალებათ ვენის დიაგრამის გამოყენებით, შეუსაბამონ თითოეული ზედსართავი სახელი შესაბამის პერსონაჟს. დაასახელონ თუ რა განსხვავება არის მათ შორის და დაასახელონ მსგავსება ასეთი არსებობის შემთხვევაში.
 ვენის დიაგრამა
ჯგუფური
დიაგრამა

მიზანშეწონილობა: აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება კრიტიკული აზროვნებს განვითარებაში. მსგავსება / განსხვავების პოვნაში. ასევე განუვითარებს არგუმენტირების უნარს.
5წთ
5



აქტივობის მიზანი: შესწავლილი მასალის განმტკიცება. მოსწავლეები  შეძლებენ პრეზენტაციის საშუალებით აზრის ჩამოყალიბებას და არგუმენტირებულად მსჯელობას.
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი მოსწავლეებს სთოვს დახურონ წიგნები. მოსწავლეებს ურიგდებათ ტექსტი The fox and hedgehog  , რომელიც არის აბზაცებად დაჭრილი და სთხოვს მოსწავლეებს დააკავშირონ აბზაცი  შესაბამის ილუსტრაციას. მოსწავლეთა სურვილის მიხედვით შერჩეული პრეზენტატორები წარმოადგენენ საკუთარი ჯგუფის ნამუშევარს.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ თუ რა არის ტექსტის ძირითადი მორალი და ხომ არ გაიხსენებენ ქართულ ენაში შესწავლილ რომელიმე მსგავს ნაწარმოებს მსგავსი შინაარსით. მასწავლებელი სთოვს მოსწავლეებს ვენის დიაგრამის გამოყენებით  შეუსაბამონ ნასწავლი ზედსართავი სახელები შესაბამის ცხოველს და მოკლე დაახასიათონ მსგავსება განსახვავებები.


 მასწავლებელი შეაფასებს ჯგუფებს განმავითარებელი შეფასებით კრიტერიუმებზე დაყრდნობით.


ტექსტის გამთლიანება  

პრეზენტაცია

საერთო საკლასო

ჯგუფური

დაჭრილი ტექსტი,
წებო , მარკერი
მიზანშეწონილობა :
სასწავლო რესურსის დახმარებით შესწავლილი მასალის განმტკიცება და პრეზენტაციის უნარის განვითარება

5 წთ





6 წთ -პრეზენტაცია
6
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა თვითშეფასება და საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეეცადონ, შეაფასონ  ერთმანეთი /საკუთარი თავი.
მოსწავლეები ღიმილის მეშვეობით მონიშნავენ აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად. მოსწავლეები აღნიშნავენ თუ რა ისწავლეს მათ გაკვეთილზე. მასწავლებელი განმავითარებელი კომენტარით აფასებს მოსწავლეთა ტექსტზე მუშაობას.
მასწავლებელი მადლობას უხდის მოსწავლეებს და ემშვიდობება მათ.
თვითშეფასება

ვერბალური მითითება , ინსტრუქტაჟი
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო , კალამი რვეული

მიზანშეწონილობა :
6
წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
I უცხ. დაწყ. (I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
ü  პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო  სიტუაციასთან დაკავშირებით.
ü  პასუხობს კითხვებს ნასწავლ თემატიკაზე.
ü  აღწერს სურათს.
 I უცხ. დაწყ.(I) .5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფვრა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
ü  იგებს ზოგად შინაარსს
ü  ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას( რა/ვინ, როგორი, რამდენი)
I უცხ. დაწყ. (I).9 მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
ü  აფასებს სწავლის პროცესს: ავსებს ასაკის შესაბამის შეფასების სქემებს





შეფასება:  ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი  შეფასების რუბრიკა

#
კრიტერიუმი
 კარგი
საშუალო
დაბალი
1
მცირე ზომის ტექსტის გაგება /გააზრება /დისკუსია
კარგად იგებს და იაზრებს ტექსტს. პასუხობს ყველა შეკითხვას. მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში
ნაწილობრივ იგებს და იაზრებს ტექსტს. ნაწილობრივ პასუხობს დასმულ შეკითხვებს. ნაწილობრივ მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში
ვერ ახერხებს ტექსტის გაგება/გააზრება და კითხვებზე პასუხის გაცემას. თითქმის არ მონაწილეობს ინტერაქციაში
2
ზედსართავი სახელების გამოყენება და პერსონაჟების დახასიათება
სრულყოფილად შეუძლია ზედსართავი სახელების გამოყენება წინადადებაში და პერსონაჟების დახასიათება
ნაწილობრივ ახერხებს ზედსართავი სახელების გამოყენებას  წინადადებაში და პერსონაჟების დახასიათებას
ვერ ახერხებს ზედსართავი სახელების გამოყენებას. ვერ ახასიათებს მათ
3
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო ნაყოფიერი და საქმიანი ურთიერთობა
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო აქტიური. ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა.
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ. ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო.

დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
ნაწილობრივ იცავენ დროის ლიმიტს
ვერ იცავენ დროის ლიმიტს



ხელმოწერა: ირმა ნოსელიძე

თარიღი: 19.04.2019                     



  
გაკვეთილის გეგმა # 4
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირმა ნოსელიძე
 საგანი:   ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი :  დაწყებითი / III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : კლასში 9 მოსწავლე.  სსსმ მოსწავლე არ გვყავს.  
გაკვეთილის თემა : What’s your favorite season ?
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლე
Ø  შეძლებს  მცირე ზომის უცხო ტექსტის მოსმენას, ვარაუდების გამოთქმას   და  მასში მთავარ ინფორმაციას ამოცნობა / გაგებას.
Ø  შეძლებს ნაცნობი ლექსიკის უცხო კონტექსტში გამოყენებას.
Ø  შეძლებს საყვარელი წელიწადის დროის შესახებ  პრეზენტაციის გაკეთებას.
გაკვეთილის გეგმისა და თემის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.
აღნიშნული გაკვეთილი დაგეგმილია სახელმძღვანელოში New building blocks III ( ბ. სულაკაურის გამომცემლობა) მოცემული მასალის მიხედვით და შეესაბამება პროგრამულ მასალას და სასწავლო მიზანს. გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს III  კლასში წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებიდან . I უცხ. დაწყ. (I ) 1,3,6,9,. მოცემული გაკვეთილი რიგით მეოთხეა დაგეგმილი გაკვეთილების ციკლიდან.
თემის გადანაცვლების მიზეზი: აღნიშნული თავი (Unit 6 ) ავირჩიე იმიტომ, რომ თემამ მეტი ინტერესი  და ხალისი გამოიწვია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში. ვინაიდან დროის პერიოდი და თემა ემთხვეოდა ერთმანეთს , ესეც გადანაცვლების ერთ- ერთი მიზეზი აღმოჩნდა.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და საგაკვეთილო პროცესისთვის მზადება. მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და პოზიტიურად განაწყობს მათ სასწავლო პროცესისადმი.
Hello, boys and girls.
Glad to see you.
How are you?  Today we have a very special lesson, Now, can you tell what date is it today? What day is it today? What month is it today? What season is it now? Maybe, you know how many seasons are there in a year?   მოსწავლეები ხელის აწევით პასუხობენ კითხვებს. მასწავლებელი მოსწავლეებს მორიგი კითხვით მიმართავს.
Can you guess what the topic of our lesson is?

 მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ გაკვეთილის თემა, შემდეგ კი აცნობს მათ გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკებს, იმ მეთოდებს და რესურსებს რომლებსაც გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და შესაფასებლად. შეფასების რუბრიკები თვალსაჩინოებისთვის კედელზეა გამოკრული. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგს. მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს საკლასო ოთახში ქცევის წესებს.

 აქტივობის მიზანი: კლასის მობილიზება გაკვეთილისათვის.


გონებრივი იერიში

 საერთო საკლასო

ინდივიდუალური
კალენდარი  ფლიპჩარტზე მომზადებული კალენდარიგაკვეთილის თემა,   მიზანი და შეფასების რუბრიკები.
მიზანშეწონილობა.
რესურსები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილში, რადგან მათ წინასწარ ეცოდინებათ, რა შედეგს უნდა მიაღწიონ გაკვეთილის ბოლოს და როგორ იქნება შეფასებული მათ მიერ შესრულებული სამუშაო.
4 წთ
2



აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება და ლექსიკასთან დაკავშირებული სირთულეების მოხსნა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სლაიდზე/ფლიპჩარტზე სთავაზობს გამოცანას  ოთხი წელიწადის დროს შესახებ. ხელის აწევით მოსწავლეები გამოიცნობენ წელიწადის დროს. მასწავლებელი მათ მორიგი შეკითხვით მიმართავს.
Look at the picture and tell me, are these seasons different or similar?  What can we do in different seasons of the year. For example “ I can swim in the sea, and you ??
მოსწავლეები ასახელებენ თუ რა შეუძლიათ მათ წელიწადის სხვადასხვა დროს.
  Why do they like each season? What can they do in in different seasons??? Are you interested what our hero do in different seasons? Ok.  Now let’s listen to the tape and know it.
მოსწავლეები ემზადებიან ტექსტის მოსასმენად.
გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
ფლიპჩარტზე დატანილია  წელიწადის დროები.

მიზანშეწონილობა; აღნიშნული რესურსი მოსწავლეებში გამოიწვევს ინტერესის გაღვივებას, ნაცნობი ლექსიკის გააქტიურებას
6 წთ


3



აქტივობის მიზანი : წაკითხული ტექსტის გაგება / გააზრება. ვარაუდების გამოთქმის გზით შემოქმედებითი და სასაუბრო უნარ ჩვევების განვითარება.
 აქტივობის აღწერა: მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერი შედგება ოთხი აბზაცისაგან. აუდიო ჩანაწერს მოსწავლეები მოუსმენენ ორჯერ.
 პირველი მოსმენის დროს მოსწავლეებს ევალებათ გამოთქვან ვარაუდები თუ რომელია ამა თუ იმ პერსონაჟის საყვარელი თვე და რის გაკეთება შეუძლიათ მათ. (იხ. დანართი #1) მეორე მოსმენის დროს მოსწავლეები უსმენენ იგივე ტექსტს, მაგრამ ამჯერად, მათ ევალებათ შეავსონ გამოტოვებული ადგილები შესაბამისი წელიწადის დროთი.(იხ. დანართი #2) მოსასმენი დავალების დასრულების შემდეგ  მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ამოწმებს სწორ პასუხებს, რომელიც დაწერილია  ფლიპჩარტზე და გამოკრულია კედელზე.

მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის  განმავითარებელ კომენტარს ჯგუფის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

პაუზებით კითხვა/ მოსმენა  
ჯგუფური
ლეპტოპი

ტექსტი ფერადი ფოტოები

მიზანშეწონილობა :
10 წთ
4



აქტივობის მიზანი : მოსწავლეების მიერ მოსმენილი მასალის გაგების და ათვისების დონის შემოწმება.

აქტივობის აღწერა :  მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დახურონ ფურცლები, რის შემდეგ მათ  ურიგებს აბზაცებად დაჭრილ  წინადადებებს და სთხოვს მათ ისინი დააკავშირონ ერთმანეთს.  მოსწავლეები კითხულობენ წინადადებებს  , მასწავლებელი დაფაზე აკრავს სწორ პასუხებს.

შესაბამისობის პოვნა



პრეზენტაცია  

ჯგუფური


ინდივიდუალური
ილუსტრაციები, აბზაცებად დაჭრილი ტექსტი



მიზანშეწონილობა ;
10 წთ
5



აქტივობის მიზანი : შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.

აქტივობის აღწერა : მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს კითხვით,
 Do you have your favorite season ? Can you draw and share it?
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ გამზადებულ ფურცლებს . მოსწავლეები ხატავენ თავიანთ საყვარელ წელიწადის დროს და აკეთებენ პრეზენტაციას.

My favorite season is …….because …….

პრეზენტაცია

ინდივიდუალური
მარკერი
ფლიპჩარტი

მიზანშეწონილობა:

აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითი უნარის განვითარებაში. ასევე, გაკვეთილს გახდის უფრო სახალისო, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას
9
6
აქტივობის  მიზანი: მოსწავლეთა თვითშეფასება და საშინაო დავალების მიცემა.

აქტივობის აღწერა : მასწავლებელი მოსწავლეებთან უბრუნდება გაკვეთილის მიზანს, აღნიშნავენ მიაღწიეს თუ არა მას გაკვეთილის ბოლოს.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სურვილის მიხედვით შეაფასონ ერთმანეთი და საკუთარი თავი, ასევე სურვილის მიხედვით გამოვიდნენ დაფასთან და მონიშნონ ის აქტივობა , რომელიც ყველაზე ძალიან მოეწონათ. მასწავლებელი მათ აწვდის განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ გამზადებული საშინაო დავალების ფურცლები. მასწავლებელი მოსწავლეებს მადლობას უხდის გაკვეთილზე აქტიურობისათვის.
ვერბალური
საერთო საკლასო
ფორმატი, სქემა , წებოვანი ღიმილები
მიზანშეწონილობა:
მოსწავლეთა მიერ ურთიერთ/თვით შეფასება, სწავლა- სწავლების გაუმჯობესების მიზნით
6 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
Iუცხ.დაწყ. (I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ;
Ø  ამოიცნობს სასაუბრო თემას
Ø  ამოიცნობს პერსონაჟებს, მათ ემოციებს და რეპლიკებს
Ø  ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას
Ø  ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას
Iუცხ.დაწყ. (I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ;
Ø  პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით
Ø  პასუხობს კითხვებს ნასწავლ თემატიკაზე
Ø  აღწერს სურათს
Iუცხ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ;
Ø  ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისათვის
I უცხ. დაწყ.( I) 9. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე;
Ø  აფასებს სწავლის პროცესს; ავსებს ასაკის შესაბამის შეფასების სქემებს

შეფასება: ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
                                                                                                      
კრიტერიუმი
            მაღალი
საშუალო
დაბალი
მოსმენა/ ტექსტის გაგება გააზრება  
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა. შეუძლია ვარაუდების გამოთქმა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა. ნაწილობრივ შეუძლია ვარაუდების გამოთქმა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ვერ გააცნობიერა. ვერ გამოთქვამს ვარაუდებს.
პრეზენტაცია
ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია სრულყოფილია, გამოყენებული უცხო ლექსიკა
ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია ნაწილობრივ პასუხობს მოთხოვნებს. მოსწავლეები ნაწილობრივ იყენებენ ახალ ლექსიკას,
ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია ვერ პასუხობს მოთხოვნებს.
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო ნაყოფიერი და საქმიანი ურთიერთობა
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო აქტიური. ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა.
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ. ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო.
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავდნენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს

ხელმოწერა: ირმა ნოსელიძე
თარიღი: 24.04.2019


  
გაკვეთილის გეგმა # 2
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირმა ნოსელიძე 
 საგანი:   ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი :  დაწყებითი / III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 9 მოსწავლე. კლასში არ გვყავს სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა :  Ronnie mixed seasons
გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლე
1.    შეძლებს უცხო ტექსტის წაკითხვას/ გაგებას და შეცდომების გასწორებას.
2.    ზედსართავი სახელების შესწავლას და გამოყენებას. ( wet, dry,icy, frozen, rainbow)
3.    შეძლებს თემის შესაბამისი გრამატიკული სავარჯიშოს შესრულებას. (matching)
გაკვეთილის გეგმისა და თემის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.
აღნიშნული გაკვეთილი დაგეგმილია სახელმძღვანელოში New building blocks III ( ბ. სულაკაურის გამომცემლობა) მოცემული მასალის მიხედვით და შეესაბამება პროგრამულ მასალას და სასწავლო მიზანს. გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს III  კლასში წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებიდან . I უცხ. დაწყ. (I ) 1,3,9. მოცემული გაკვეთილი რიგით მეხუთეა დაგეგმილი გაკვეთილების ციკლიდან.
თემის გადანაცვლების მიზეზი: აღნიშნული თავი (Unit 6 ) ავირჩიე იმიტომ, რომ თემამ მეტი ინტერესი  და ხალისი გამოიწვია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში. ვინაიდან დროის პერიოდი და თემა ემთხვეოდა ერთმანეთს , ესეც გადანაცვლების ერთ- ერთი მიზეზი აღმოჩნდა.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და საგაკვეთილო პროცესისთვის მზადება.
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და  პოზიტიურად განაწყობს სასწავლო პროცესისადმი.

Hello, boys and girls.
Glad to see you.
How are you? Tell me please, what date is it today? What day is it today? What month is it today?
აქტივობის მიზანი: კლასის მობილიზება  და მოტივაციის შექმნა.


კითხვა პასუხი

საერთო საკლასო

ფერადი სურათები

4
წთ






აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ამოწმებს საშინაო დავალების შესრულებას.  მათ უნდა დაეხატათ ერთ ერთი პერსონაჟი , რომლის სახელია რონი. მასწავლებელი ათავსებს სურათებს მისთვის განკუთვნილ ადგილას. მასწავლებელი მოსწავლეებს  აჩვენებს  “magic box“, უხსნის რომ მასში ერთ ერთი ცხოველია მოთავსებული და სთავაზობს გამოიცნონ თუ რომელი ცხოველია მასში. მასწავლებელი აღწერს ცხოველს.
It is white. It has long ears. It lives in the forest, but sometimes it lives on a farm as well. It likes carrot very much. Which animal is it??
 მოსწავლეები ასახელებენ სწორ პასუხს. მასწავლებელი მორიგი შეკითხვით მიმართავს მათ.
Can you guess what the topic of our lesson is ?
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ გაკვეთილის თემა , შემდეგ კი აცნობს მათ გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკებს, იმ მეთოდებს და რესურსებს, რომლებსაც გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და შესაფასებლად. შეფასების რუბრიკები თვალსაჩინოებისთვის კედელზეა გამოკრული. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგს. მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს ქცევის წესებს.




გონებრივი იერიში


ვარაუდის გამოთქმა


საერთო საკლასო


ინდივიდუალური
ფლიპჩარტზე მომზადებული გაკვეთილის თემა,
მიზანი და შეფასების რუბრიკები.
მიზანშეწონილობა
რესურსები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილში, რადგან მათ წინასწარ ეცოდინებათ, რა შედეგს უნდა მიაღწიონ გაკვეთილის ბოლოს და როგორ იქნება შეფასებული მათ მიერ შესრულებული სამუშაო.
6
წთ
2



აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება და მოტივაციის ამაღლება ახალი მასალის შესწავლამდე.

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელს დაფაზე გამოკრული აქვს წელიწადის დროები .მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გამოცანას წელიწადის დროების შესახებ.
 (იხ.დანართი#1) მოსწავლეებს დარიგებული აქვთ წელიწადის დროების დასახელება, გამოცანის გამოცნობის შემდეგ გამოდიან და აკრავენ შესაბამის წელიწადის დროს. ამის შემდეგ მასწავლებელი მათ სთხოვს დაეხმაროს თითოეული წელიწადის დროის აღწერაში. მოსწავლეები მოკლედ აღწერენ მათ ნაცნობი ზედსართავი სახელების გამოყენებით. მასწავლებელი ზედსართავ სახელებს წერს შესაბამის წელიწადის დროს ირგვლივ.

 მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის განმავითარებელ  კომენტარს.

 გამოიცანი გამოცანა  
საერთო საკლასო





წყვილებში
პლიფჩარტი/ლეპტოპი/ პროექტორი

მიზანშეწონილობა:

აღნიშნული რესურსი საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს და ინტერაქტიურს ხდის. გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, რაც მათ დაეხმარება წინარე ცოდნის უკეთ გააქტიურებაში
5
წთ
3



აქტივობის მიზანი:  უცხო ტექსტის წაკითხვა, კორექტირება. ზედსართავი სახელების მოძებნა და შემოხაზვა.

აქტივობის აღწერა:  ტექსტის წაკითხვამდე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს რამდენიმე ზედსართავ სახელს, რომელიც მათ დაეხმარება ტექსტის უკეთ გაგება გააზრებაში. მოსწავლეები აკავშირებენ შესაბამის ილუსტრაციას შესაბამის ზედსართავ სახელს.( icy, wet, dry, frozen, rainbow).  
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  ტექსტს და აწვდის შესაბამის ინსტრუქციას. მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ ორჯერ. ტექსტი შედგება ოთხი აბზაცისაგან. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის , რომ ერთ-ერთ პერსონაჟს-რონის აერია წელიწადის დროები და მას ესაჭიროება მათი დახმარება. ყოველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პაუზას, აღმოაჩენენ შეცდომას ტექსტში და ასწორებენ მას. მეორედ წაკითხვის დროს კი ევალებათ ტექსტში  მოძებნონ და შემოხაზონ ზედსართავის სახელები. მოსწავლეები ასახელებენ ზედსართავ სახელებს. ორივე შემთხვევაში მასწავლებელი სლაიდზე აჩვენებს სწორ პასუხს,.
 მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის განმავითარებელ  კომენტარს .

უცხო ტექსტის  კითხვა   პაუზებით.

უცხო ლექსიკის გაცნობა
ჯგუფური
ტელეფონი/ ლეპტოპი

მიზანშეწონილობა

თანამედროვე ტექნოლოგიები გამოყენება
საშუალებას მომცემს  გავზარდო მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
10 წთ
4



 აქტივობის მიზანი: მოსწავლეების მიერ მოსმენილი მასალის გაგების და ათვისების დონის შემოწმება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს აქტივობის რვეულში გადაშალონ გვ. 25. და დაეხმარონ რონის შესაბამისობის მოძებნაში. მოსწავლეები კითხულობენ სწორ წინადადებებს.  მასწავლებელი სწორ წინადადებებს ასევე აჩვენებს სლაიდზე.

 მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ  კომენტარს.
შესაბამისობის პოვნა
ჯგუფური


მოსწავლის წიგნი

მიზანშეწონილობა; აღნისშნული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ განსაზღვრონ თუ როგორ გაიგეს ახალი მასალა , სად არის მათი სუსტი და ძლიერი მხარეები.
4
წთ

აქტივობის მიზანი: შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება .

აქტივობის აღწერა : მოსწავლეებს ურიგდებათ ფლიპჩარტი და ევალებათ დახატონ და აღწერონ რონის საყვარელი წელიწადის დრო.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ კომენტარს.
პრეზენტაცია
ჯგუფური
პლიპჩარტი
მარკერი
წებო

 მიზანშეწონილობა:

აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითი და  პრეზემტაციის უნარის განვითარებაში. გახდის სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს , გაზრდის ჩართულობას.
10 წთ
5

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა თვითშეფასება და საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სურვილის მიხედვით  შეაფასონ საკუთარი თავი. მოსწავლეები ზეპირი კომენტარის სახით ან გასასვლელი ბილეთების გამოყენებით აღნიშნავენ თუ რა ისწავლეს მათ დღეს. ასევე, სურვილის მიხედვით  შეუძლიათ გამოვიდნენ დაფასთან და მონიშნონ ის აქტივობა რომელიც ყველაზე ძალიან მოეწონათ. მასწავლებელი მათ აწვდის განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ გამზადებული საშინაო დავალების ფურცლები. მასწავლებელი მოსწავლეებს უხდის  მადლობას გაკვეთილზე აქტიურობისათვის.
თვითშეფასება


ვერბალური მითითება, ინსტრუქტაჟი
საერთო საკლასო


ინდივიდუალური
ფლიპჩარტი/ ღიმილები

აქტივობების ჩამონათვალი   

გასასვლელი ბილეთები მიზანშეწონილობა :  მოსწავლეთა მიერ ურთიერთ/ თვით შეფასება .მოსწავლეთა მიერ სწავლა /სწავლების თანმიმდევრულად გაუმჯობესება, უკეთესი შედეგის მისაღწევად
6 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
I უცხ. დაწყ. (I). 1 მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/ ყურება და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
ü  ამოიცნობს სასაუბრო თემას
ü  ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას
ü  ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას
I უცხ. დაწყ. (I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
ü  პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით. ( მაგ, დაასრულე ? დიახ/არა)
ü  პასუხობს კითხვებს ნასწავლ თემატიკაზე
I უცხ. დაწყ. (I). 9. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
ü  აფასებს სწავლის პროცესს; ავსებს ასაკის შესაბამის შეფასების სქემებს


შეფასება:   ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

#
კრიტერიუმი
 კარგი  J
საშუალო :_:
დაბალი  L
1
მცირე ზომის ტექსტის გაგება /გააზრება / კორექტირება
კარგად იგებს და იაზრებს ტექსტს. პოულობს პერსონაჟის მიერ დაშვებულ შეცდომას და ასწორებს მას. პასუხობს ყველა შეკითხვას. მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში
ნაწილობრივ იგებს და იაზრებს ტექსტს.  ნაწილობრივ ახერხებს პერსონაჟის მიერ დაშვებული შეცდომის პოვნას და კორექტირებას. ნაწილობრივ პასუხობს დასმულ შეკითხვებს. ნაწილობრივ მონაწილეობს ინტერაქციაში
ვერ ახერხებს ტექსტის გაგება/გააზრება/ კორექტირებას და კითხვებზე პასუხის გაცემას. თითქმის არ მონაწილეობს ინტერაქციაში
2
ზედსართავი სახელების გამოყენება და  წელიწადის დროს  დახასიათება
სრულყოფილად შეუძლია ზედსართავი სახელების გამოყენება წინადადებაში და წელიწადის დროს  დახასიათება
ნაწილობრივ ახერხებს ზედსართავი სახელების გამოყენებას  წინადადებაში და  წელიწადის დროს დახასიათებას
ვერ ახერხებს ზედსართავი სახელების გამოყენებას. ვერ ახასიათებს წელიწადის დროს.
3
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო ნაყოფიერი და საქმიანი ურთიერთობა
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო აქტიური. ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა.
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ. ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო.

დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
ნაწილობრივ იცავენ დროის ლიმიტს
ვერ იცავენ დროის ლიმიტს




No comments:

Post a Comment

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

https://drive.google.com/open?id=10DF29vGmecHqUsODneuvqGdGnxrpZHE0