ცაგერის რაიონი , სოფ. ზუბის
საჯარო
სკოლა
საგანი: ინგლისური ენა
პედაგოგი: ირმა ნოსელიძე
საგანმანათლებლო რესურსი
რეფლექსია
ინგლისურ ენაში დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია თვალსაჩინო მასალის და სხვადასხვა სახის რესურსის გამოყენება. ჩემს მიერ დამზადებული რესურსი განკუთვნილია II- III –IV დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, თუმცა მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება გამოყენებულ იყოს ასევე უფრო მაღალი საფეხურის მოსწავლეებთანაც.
საგანმანათლებლო რესურსის მიზანი არის, რომ მოსწავლეებმა გაკვეთილის
მსვლელობისას მარტივად და ხალისით
შეძლონ
:
1. წინდებულების გამოყენებით მარტივი წინადადებების შედგენა.
2. კონსტრუქცია There is/ There are გამოყენებით
წინადადებების შედგენა .
3. ლექსიკური მარაგის გამდიდრება
4. მოსწავლეთა საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობის გაზრდა, დაინტერესება, მოტივირება.
5. თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარ- ჩვევების განვითარება.
აღნიშნული რესურსი დამზადებულია ფორმატის ფურცლის გამოყენებით რომელიც არის ლამინირებული
, ასევე
გამოჭრილია
სხვადასხვა
წინდებულები,
სიტყვები
( შინაური
ცხოველები)
, ზმნები
და კონსტრუქცია there is/there are რომელებიც არის ასევე
ლამინირებული
და რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს შეუძლია ადვილად გადაადგილოს / შეუცვალოს ადგილი ნებისმიერ სიტყვას , წინდებულს და ა.შ.
აღნიშნული რესურსი გამოვიყენე მესამე კლასის მოსწავლეებთან , რადგან ზოგ შემთხვევაში
დიდ სირთულეებს ვაწყდები წინდებულების შესწავლის დროს. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს ურთულდებათ წინდებულების
აღქმა და სწორედ აქ , თვალსაჩინოება თამაშობს დიდ როლს მოსწავლეთა მოტივირებაში, რათა
მოსწავლე გაუმკლავდეს გარკვეული სახის სირთულეებს უცხო ენის შესწავლის პროცესში.
მინდა ავღნიშნო ის მოტივაცია
და ხალისი რომლითაც მოსწავლეები იყვნენ ჩართული აქტივობებში: წინადადებების შედგენაში , ცხოველების და ნივთების
გადაადგილებაში
და ა.შ. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მათ თავად
გამოთქვეს
სურვილი
მსგავსი
რესურსის
დამზადების
და გამოყენების.
აღნიშნული რესურსის დადებითი მხარეები :
1.
მარტივად დასამზადებელი
2.
ხელმისაწვდომი
3.
სახალისო და უკეთ დასამახსოვრებელი
4.
უსაფრთხო
5.
შეუძლია გამოიყენონ სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა.
6.
არ მოითხოვს
ხარჯებს
7.
შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალჯერადად
რას გავაუმჯობესებ:
1.
ავიღებდი ქაღალდის უფრო დიდ ფორმატს , გავზრდიდი არსებითი
სახელების რაოდენობას, რათა მოსწავლეებმა აითვისონ რაც შეიძლება მეტი ლექსიკური ერთეულები.
No comments:
Post a Comment