ჩემი სკოლა

2013 წლიდან პროგრამა " ასწავლე საქართველოსთვის " ფარგლებში ვასწავლი რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის ერთ- ერთ ულამაზეს სოფელ ზუბში, ზღვის დონიდა 650 მეტრი. სოფელი ზუბი ჯერ კიდევ ძველ ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც სოფელი " თაკვერი". არსებობს მრავალი მითი სოფლის სახელწოდების შესახებ , თუმცა დანამდვილებთ არავინ იცის თუ ვინ შეარქვა ამ სოფელს ეს სახელი " зубы ", რაც რუსულად კბილებს ნიშნავს. სოფელ ზუბში ფუნქციონირებს სკოლა, საბავშვო ბაღი , არის სოფლის მაღაზიაც. მიმდინარე მიგრაციის გამო სოფელის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაკეტა საცხოვრებელი სახლები და ქალაქში ან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა საცხოვრებლად. ამჟამად, ზუბის საჯარო სკოლაში სწავლობს 46 მოსწავლე  და სამწუხაროდ, მოსწავლეთა რაოდენობა დღითი დღე კლებულობს. 

ზუბი — სოფელი საქართველოშიცაგერის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ისუნდერიმახურა). მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 650 მეტრზეცაგერიდან დაშორებულია 14 კილომეტრით. ზუბი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სოფლიდან, სადაც მოდის ვაზის ჯიში უსახელოური.( ვიკიპედია)
სოფელ ზუბის მარგალიტი- წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც აშენებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. 

No comments:

Post a Comment

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

https://drive.google.com/open?id=10DF29vGmecHqUsODneuvqGdGnxrpZHE0