პრაქტიკის კვლევის ფარგლებში ერთ ერთ კლასგარეშე ინტერვენციად დავგეგმეთ და განვახორციელეთ გასვლითი გაკვეთილი " სტუმრად ლასურიაშის საჯარო სკოლაში". დღე დატვირთული იყო საინტერესო და სახალისო აქტივოვობებით, როგორც სპორტული , ასევე პრეზენტაციებით. აქტივობაში ჩართული იყვნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები. გაკვეთილის მიზანი იყო სკოლების დამეგობრება, გაცნობა , გამოცდილების გაზირება, სპორტული შეჯიბრება და ა. შ. დღემ საინტერესო და ნაყოფიერად ჩაიარა , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მასპინძელ სკოლას.
პრაქტიკის კვლევის ფარგლებში ვახორციელებთ პროექტს "learning language through English movies and music". პროექტის მიზანია დავეხმარო მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებაში, გრამატიკული სტრუქტურების, დროების, ფრაზული ზმნების რეალურ კონტექსტში გამოყენებაში. გარდა ამისა, პროექტი არის სახალისო , მოსწავლეები ივითარებენ 21 საუკუნის უნარ ჩვევებს, როგორიცაა: გუნდურობა , ტოლერანტობა და თანამშრომლობითი უნარები.
სერია " საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის" ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციები. სამიზნე ჯგუფის -11 კლასის მიერ განხორციელებული პრეზენტაციები. თემა"what do you know about the USA"?.
კვლევის ფარგლებში შედგა ფილმის ჩვება .ფილმის სათაური " თავისუფლების მწერლები". ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარი და ასევე , მათ უნდა დაეწერათ რეფლექსია, ყურადღება გარმახვილებინატ ფილმში წამოჭრილ პრობლემებზე და ემსჯელათ მათი გადაჭრის გზებზე.
სტანდარტული გაკვეთილი 11 კლასში. გაკვეთილის თემა " Jobs an occupations". სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის გარდა გაკვეთილზე შევიტანე დამატებითი მასალა , მოსწვლეებს შევთავაზე კოგნიტური სქემები, იმუშავეს წყვილებში. გაკვეთილმა ჩაიარა საინტერესოდ და გაკვეთილის ბოლოს შევძელით დასახული მიზნის მიღწევა.
No comments:
Post a Comment