სამუშაო შეხვედრა კოლიეგებთან


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
სამუშაო შეხვედრების გეგმა
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ზუბის საჯარო სკოლა

  ორგანიზატორის  სახელი, გვარი: ირმა ნოსელიძე
  მონაწილეთა რაოდენობა: 2
  ელ.ფოსტა: irmanoselidze@gmail.com
  ტელეფონი: 598402890
შეხვედრების ძირითადი თემა:
Ø  სამოდელო  გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვა და წარმართვა;
Ø  ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია;
აქტუალობა
სასწავლო პროცესის პოზიტიურად წარმართვაში გაკვეთილის დაგეგმვას უდიდესი როლი აკისრია, რადგან მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა პირდაპირ კავშირშია მოსწავლის აკადემიურ მიღწევებთან. ყოველდღიური გაკვეთილის გეგმებისაგან განსხვავდება სამოდელო გაკვეთილის გეგმა , რომლის დაგეგმვა ,განხორციელებაზე ვისაუბრებ ჩემს კოლეგებთან. ასევე მესამე ჩვენი შეხვედრა დაეთმობა რეფლექსიას, მასწავლებლებს გავაცნობ რეფლექსიის დაწერის სტრუქტურას და იმ ძირითად კითხვებს რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი რეფლექსიის წერის დროს.
 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის განსაზღვრული აქტივობაა. უფროს მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად ევალება 2 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება. უფროსი მასწავლებლისთვის სამოდელო გაკვეთილი ფასდება 2 კრედიტ ქულით. სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას აკვირდება შიდა შეფასების ჯგუფი, აფასებს რუბრიკის გამოყენებით და ანიჭებს კრედიტ ქულებს.
სამოდელო გაკვეთილის მთავარი მახასიათებელი ის არის , რომ იგი უნდა განსხვავდებოდეს ყოველდღიური გაკვეთილებისაგან და გვთავაზობდეს რამე სიახლეს, არასტანდარტულ, შემოქმედებით მიდგომას სწავლა - სწავლებაში


N
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის ხანგრძლივობა
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
1
07/05/2019
3  საათი
ü  მასწავლებელმა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, გაეცნოს  სამოდელო გაკვეთილის 4 ძირითად მიმართულებას.
ü  გაეცნოს სამოდელო გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებს .
ü  სამოდელო გაკვეთილის ზოგადი მიმოხილვა ; რისთვის სჭირდება მასწავლებელს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება.
ü  გაკვეთილის ჩატარებამდე განსახორციელები პროცედურები
ü  სამოდელო გაკვეთილის ტიპები.
ü  გაკვეთილის ეტაპები;
ü  გაკვეთილის დაგეგმვის აუცილებელი კომპონენტები;
ü  სწავლების კონსტრუქტივისტ ული მიდგომები და მისი ძირითადი კომპონენტები

2
21/05/2019
2 საათი
ü  სამოდელო გაკვეთილის გეგმების              ერთობლივი შემუშავება.
ü  სამოდელო გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გაცნობა.
ü  გაკვეთილის გეგმის შედგენა (პრაქტიკული მუშაობა).
ü  გაკვეთილის ნიმუშის განხილვა.
3
28/05/2019
2  საათი
ü  მასწავლებელმა  შეძლოს  დაეუფლოს რეფლექსიის  წერის კულტურას.
ü  რეფლექსის შეფასების რუბრიკის გაცნობა.

ü  რეფლექსიების  წერის  სპეციფიკის  გაცნობა /პარაქტიკული  მუშაობა.
ü  რეფლექსიის ნიმუშის განხილვა.
ü  რეფლექსის შეფასების რუბრიკის გაცნობა.










შეხვედრის მიმდინარეობის აღწერა და დასწრების ფურცელი
შეხვედრა №1
შეხვედრის ხანგრძლივობა 3  საათი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა - 2
თარიღი
07.05.2019 წელი.               15:00სთ. – 18:00სთ.
შეხვედრის მიზანი
ü  მასწავლებელმა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, გაეცნოს  სამოდელო გაკვეთილის 4 ძირითად მიმართულებას.
ü  გაეცნოს სამოდელო გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებს.
შეხვედრის ძირითადი საკითხები
ü  სამოდელო გაკვეთილის ზოგადი მიმოხილვა ; რისთვის ესაჭიროება მასწავლებელს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება.
ü  გაკვეთილის ჩატარებამდე განსახორციელები პროცედურები
ü  სამოდელო გაკვეთილის ტიპები.
ü  გაკვეთილის ეტაპები;
ü  გაკვეთილის დაგეგმვის აუცილებელი კომპონენტები;

აქტუალობა
     სამოდელო გაკვეთილის ჩატარება უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის განსაზღვრული აქტივობაა. უფროს მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად ევალება 2 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება. უფროსი მასწავლებლისთვის სამოდელო გაკვეთილი ფასდება 2 კრედიტ ქულით. სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას აკვირდება შიდა შეფასების ჯგუფი, აფასებს რუბრიკის გამოყენებით და ანიჭებს კრედიტ ქულებს.
სამოდელო გაკვეთილის მთავარი მახასიათებელი ის არის , რომ იგი უნდა განსხვავდებოდეს ყოველდღიური გაკვეთილებისაგან და გვთავაზობდეს რამე სიახლეს, არასტანდარტულ, შემოქმედებით მიდგომას სწავლა - სწავლებაში

შეხვედრის მიმდინარეობის დროს განსახილველი საკითხების მოკლე მიმოხილვა
რისთვის ესაჭიროება მასწავლებელს სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა?
  სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. დაგეგმვა ასევე ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება-გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას.
 
რა პროცედურები უნდა გაიაროს მასწავლებელმა სამოდელო გაკვეთილის ჩატარებამდე?
1.      მასწავლებელი  წინასწარ აცნობებს შეფასების ჯგუფს,  წერს განცხადებას.
2.      შეხვედრა კოლეგებთან / გეგმის გაცნობა/ რეკომენდაციების მიღება
3.      ატარებს გაკვეთილს  და ესწრება  შიდა შეფასების ჯგუფი
4.      წერს რეფლექსიას
5.      ენიჭება 2 კრედიტი
გაკვეთილის ეტაპები
1.      გამოწვევა (შესავალი) - რომელიც გულისხმობს მოცემულ საკითხზე, საგანზე ან მოვლენაზე არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების გააქტიურებას. მოსწავლეები იხსენებენ იმას, რაც იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ. იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს. ხდება მოსწავლეთა გააქტიურება, ინტერესის გაზრდა, რაც საკითხის კვლევის პროვოცირებას უწყობს ხელს.
2.      სიღრმისეული წვდომა (მასალის მიწოდება) - იგი შესასწავლი საკითხის შინაარსის გაგებასა და აღქმას უწყობს ხელს. მოსწავლე ეცნობა ახალ ინფორმაციას ტექსტის წაკითხვის, აუდიო და ვიდეო მასალის გაცნობის, ცდების ჩატარების საშუალებით. ამ ეტაპზე ხდება არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის შეჯერება. სიღრმისეული წვდომის უპირველესი ამოცანაა “გამოწვევის ფაზაზე“ გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება
3.      გააზრების, რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა.
რა ძირითადი კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს  სამოდელო გაკვეთილის გეგმა?
(გაკვეთილის დაგეგმვის კომპონენტებზე  დაწვრილებით გვექნება საუბარი.)

N
1.
გაკვეთილის მიზანი
2.
მისაღწევი შედეგები
3.
გაკვეთილის თემა
4.
საგანი
5.
კლასი (სამიზნე ჯგუფი)
6.
მოსწავლეთა რაოდენობა
7.
სამუშაო ენა
8.
აქტუალობა
9.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
10.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/სტანდარტთან შესაბამისობა ...
11.
გაკვეთილის მსვლელობა/ დაგეგმილი აქტიობები
12.
კლასის ორგანიზების ფორმა/სტრატეგიები
13.
გამოყენებული რესურსები
14.
შეფასება/მეთოდები
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპები
ü  სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტს პრობლემას;
ü  სწავლების გამოყენება, მაგ. ჯგუფური მუშაობები დისკუსიები...
ü  სწავლა ყოველთვის გულისხმობს კონტექსტს. მოსწავლე ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია კავშირშია უკვე ნასწავლთან
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები
ü  ახალი იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან.
ü  მოდელირება - მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დავალების შესასრულებლადაა საჭირო;
ü   ”ხარაჩოს” მეთოდი - მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლებს მოსწავლეებს, რომელთა გაკეთებაც, დახმარების გარეშე, გაუჭირდებათ ბავშვებს. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხით ეხმარება მათ, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ, მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისათვის თავის გართმევას;
ü  რეფლექსია - მოსწავლეები ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგვარად ამ პროცესს ”მეტაკოგნიცია” , ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ეწოდება.
ü  თანამშრომლობა - კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას, ერთობლივ მუშაობას;
ü  არჩევანი - მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის საშუალება, რაც ხელს შეუწყობს სწავლის პროცესს, გაიზრდება ინტერესი და ჩართულობა სასწავლო პროცესისადმი.
ü  მოქნილობა - კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის გაკვეთილის მიმართულებას.
ü  ადაპტაციის უნარი - მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.
ü   მრავალმხრივი რეალობა - მრავალმხრივი რეალობის გააზრება დაეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, რომ ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ეს უვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას.

შეჯამება
სასწავლო პროცესის ხშირად დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. გეგმა საკმაოდ მოქნილი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება;
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
შეხვედრა №1 07.05.2019 წელი
დასწრების ფურცელი
მასწავლებლის გვარი, სახელი
საგანი რომელსაც ასწავლის
საკონტაქტო ტელეფონი
ელ. ფოსტა
ხელმოწერა
1
ხათუნა კუხალაშვილი
დაწყებითი



2
ლელა დავითულიანი
დაწყებითი



3





4





5





6








შეხვედრის მიმდინარეობის აღწერა და დასწრების ფურცელი
შეხვედრა №2
შეხვედრის ხანგრძლივობა 2  საათი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა - 2
თარიღი
21.05.2019  წელი.         15:00სთ. – 17:00სთ.
შეხვედრის მიზანი
ü   სამოდელო გაკვეთილის გეგმების ერთობლივი შემუშავება;
ü  სამოდელო  გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გაცნობა;
შეხვედრის ძირითადი საკითხები
ü  გაკვეთილის გეგმის შედგენა (პრაქტიკული მუშაობა);
ü  გაკვეთილის ნიმუშის განხილვა;
აქტუალობა
      სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვას მასწავლებელი ძირითადად თავად ახორციელებს, მაგრამ თანამშრომლობა კოლეგებთან აუცილებელია. სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობა და იდეების გაზიარება პროფესიონალიზმის ზრდის საუკეთესო გზაა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად შემუშავებული გეგმა ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტია,რადგან რაც მეტი პედაგოგი ერთვება აღნიშნულ პროცესში, ხარისხობრივად მით უფრო სრულყოფილ გეგმას მივიღებთ.
მასწავლებლები მუშაობენ პრაქტიკულად, მასწავლებლები 4 ძირითადი მიმართულებიდან ირჩევენ ერთს და მუშაობენ ამ მიმართულების ირგვლივ. შემდეგი მითითებების გათვალისწინებით:
რა უნდა გავითვალისწინოთ გაკვეთილის მიზანის დასახვისას?
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ამოირჩევს გაკვეთილის თემას, იგი აყალიბებს გაკვეთილის მიზანს. სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს:
ü  ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან. მაშასადამე, სასწავლო მიზნები გამოხატავენ, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა სწავლის პროცესში;
ü  მოსწავლეთა საჭიროებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან;
სამოდელო გაკვეთილის მიმართულება

 ოთხი სავალდებულო მიმართულებიდან :
u   ინტეგრირებული გაკვეთილი
u  პრობლემაზე ორიენტირებული
u  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული
u  ინოვაციური
  მასწავლებელი ვალდებულია აირჩიეო ერთი და იმუშაოს იმ მიმართულებით.
როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზანი?
მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად. რა ძირითადი ზმნები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა მიზნის ფორმულირებისას? გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გააანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა.შ.
მაშასადამე, მიზანი:
ü  უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტებული (ხაზგასმული უნდა იყოს, რას ველით მოსწავლისაგან);
ü  აღწერდეს შესაბამის სასწავლო შედეგს (განვითარების მხრივ შესაბამისსა და შესაბამისს თანმიმდევრობით, ასევე უფრო კომლექსურ მიზნებს, რომლებიც მოჰყვება აუცილებელ მიზნებს);
ü  იყოს ნათელი და გასაგები (არც ძალიან ზოგადი და არც ძალიან სპეციფიკური);
ü  უნდა იყოს გაზომვადი და შეფასებადი, ანუ უნდა შეიძლებოდეს დაკვირვება და გაზომვა (თავი აარიდეთ ისეთ შედეგებს, რომელთაც ვერ აღიქვამთ, როგორც შეფასებადსა და გასაგებს).
აქტივობები და მეთოდები
ü  აქტივობას დაესმის კითხვა რას ვაკეთებ? მაგ. მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს ჯგუფური მუშაობის წესებს - არის აქტივობა;
ü  თუ დაესმის კითხვა როგორ ვაკეთებ? ე.ი. რა დიდაქტიკური ხერხით ვახორციელებ ამ აქტივობას, ეს არის მეთოდი. მაგ. მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის წესებს შეიმუშავებს ”აპოლო ტექნიკით”. აპოლო ტექნიკა არის მეთოდი;
აქტივობების შერჩევისას დაფიქრდით:
ü  თქვენ მიერ ამორჩეული აქტივობები დაგეხმარებათ თუ არა დასახული მიზნის მიღწევაში?
ü   მიზნის მისაღწევად რას გააკეთებთ თქვენ (მასწავლებლის აქტივობა) და რას გააკეთებენ მოსწავლეები (მოსწავლის აქტივობა)?
ü   რამდენი აქტივობა მიგიყვანთ მიზნამდე?
ü   როგორი იქნება აქტივობების თანმიმდევრობა?
ü  შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ შერჩეული აქტივობა მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს, მათ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;
სასწავლო მეთოდების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ü  მისი შესაბამისობა აქტივობასთან;
ü   კლასის ორგანიზების ფორმასთან;
ü  ტექნიკურად მისი განხორცილების შესაძლებლობა;
თითოეული აქტივობისა და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები.
როდესაც მასწავლებელი მიზნის მისაღწევად ირჩევს შესაბამის აქტივობებსა და მეთოდებს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თითოეული ამ აქტივობისა და მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს, ე.ი. თითოეულ აქტივობას რა შედეგზე გაყავს მოსწავლეები. ყოველი აქტივობის ბოლოს მიღწეულ შედეგებს მოსწავლეები უნდა მიყავდეს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგებამდე; საიდანაც, თავის მხრივ, უნდა გამომდინარეობდეს გაკვეთილის მიზანი.
მოსწავლეების ორგანიზება
 დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, როგორ მოვახდინოთ მოსწავლეების ორგანიზება და როგორ მივუსადაგოთ სამუშაო მათ შესაძლებლობებს? როგორ ვამუშავებთ მოსწავლეებს ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფებსა თუ მთელ კლასთან ერთად.
რესურსები
ü  სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წასამართად.
ü  გასათვალისწინებელია, რა ტიპის რესურსებს გამოვიყენებ (სახელმძღვანელოს, ჟურნალებს, სტატიებს, სამუშაო ფურცლებს, ტელეფილმებს, ინტერნეტს და ა.შ).
შეფასება
ü  იმისათვის, რომ მასწავლებელმა განსაზღვროს გავიდა თუ არა სასურველ შედეგზე, აუცილებელია, მან შეამოწმოს სასწავლო შედეგები. გაკვეთილის გეგმაში ასახული უნდა იყოს შეფასების რა ტიპებისა და მეთოდების გამოყენებას აპირებს პედაგოგი კონკრეტულ გაკვეთილზე.
თვითშეფასება
ü  ყოველი გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი. ყოველი გაკვეთილის ბოლოს, როდესაც მასწავლებული ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას აკეთებს, უნდა გააანალიზოს რა იყო კარგი, რაც დაეხმარა შედეგზე გასასვლელად და რამ დააბრკოლა. რისი გაუმჯობესებაა სასურველი.
ü  შეფასების შედეგებისა და თვითშეფასების გათვალისწინებით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და დამატებები გაკვეთილის გეგმაში.
გაკვეთილის გეგმის ნიმუშის განხილვა
ხდება სანიმუშო გაკვეთილის გეგმის საფუძველზე, მასწავლებელბის მიერ შემუშავებული გეგმების შედარება/განხილვა.
რეკომენდაცია:
ü  მაგრამ რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს გაკვეთილის გეგმა, მაინც ადაპტირებას საჭიროებს კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში. გეგმის ადაპტაცია შეიძლება მოხდეს გაკვეთილის ჩატარებამდე, ან ამის შემდეგ.
ü   არ არსებობს ისეთი უნივერსალური გეგმა, რომელიც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს პასუხობდეს. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული გაკვეთილის გეგმა, მაგრამ იგი მოარგოს თავისი კლასის შესაძლებლობებს, საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
სამოდელო გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გაცნობა:
მასწავლებელბი გაეცნობიან სამოდელო გაკვეთილის შეფასების რუბრიკას, რადგან გაითვალისწინონ რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შეფასება.
შეჯამება
არ არსებობს ეფექტური დაგეგმვის ერთი კონკრეტული მოდელი. ასე რომ, დაგეგმარებისას ‘’ერთი საზომი ყველას ვერ მიუდგება”. რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს გაკვეთილის გეგმა, მაინც ადაპტირებას საჭიროებს კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში.

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
შეხვედრა №1 07.05.2019 წელი
დასწრების ფურცელი
მასწავლებლის გვარი, სახელი
საგანი რომელსაც ასწავლის
საკონტაქტო ტელეფონი
ელ. ფოსტა
ხელმოწერა
1
ხათუნა კუხალაშვილი
დაწყებითი



2
ლელა დავითულიანი
დაწყებითი



3





4





5





6








შეხვედრის მიმდინარეობის აღწერა და დასწრების ფურცელი
შეხვედრა №3
შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა 2
თარიღი
28.05.2019 წელი.         15:00სთ. – 17:00სთ.
შეხვედრის მიზანი
ü  მასწავლებელმა  შეძლოს  დაეუფლოს რეფლექსიის  წერის კულტურას.
ü  რეფლექსის შეფასების რუბრიკის გაცნობა.
შეხვედრის ძირითადი საკითხები
ü  რეფლექსიების  წერის  სპეციფიკის  გაცნობა /პარაქტიკული  მუშაობა.
ü  რეფლექსიის ნიმუშის განხილვა.
ü  რეფლექსის შეფასების რუბრიკის გაცნობა.
აქტუალობა
    მასწავლებელი სულ ძიების პროცესში უნდა იყოს და ეს ძიება საკუთარ თავში უნდა მოახდინოს. მხოლოდ საკუთარი პრაქტიკის მიუკერძოებელი და თვითკრიტიკული ანალიზითა და შეფასებით არის შესაძლებელი მიზანმიმართული პროფესიული წინსვლა. თითოეულმა მასწავლებელმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რაში მდგომარეობს თავისი სისუსტე და ძლიერება, თავის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რომელი აქტივობა არის წარმატებული თუ წარუმატებელი, მოკლედ: რა როგორ მოქმედებს? რა არის მისი ძლიერი მხარე? რა უნდა გააუმჯობესოს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და როგორ? ამიტომაც სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების რეფლექსია მხოლოდ მაშინ ფასდება დადებითად თუ ის ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს.
მასწავლებლები მუშაობენ პრაქტიკულად რეფლექსის წერაზე, შემდეგი მითითებების გათვალისწინებით:
რა არის რეფლექსია?
ü  ლექსია არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების, შესაძლებლობებისა და უნარების გაცნობიერება.
ü  როგორც წესი, რეფლექსია ჩვენს ხელთ არსებულ ცოდნასა და წარსულში მიღებულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
ü  რეფლექსია (ლათ. reflexio) ნიშნავს „უკან მიბრუნებას“, ფიქრს საკუთარ „მეზე“, მდგომარეობაზე, საქციელზე, წარსულ მოვლენებზე. ამრიგად, ეს არის „საუბარი საკუთარ თავთან“. ამასთან ერთად, რეფლექსია, თვითანალიზი, დამოკიდებულია თავად ადამიანის განათლებაზე, მორალურ მდგომარეობასა და თვითკონტროლზე.
ü  რეფლექსია დაკავშირებულია მიზანმიმართულებასთანაც, ვინაიდან ადამიანი მიზნის დასახვისას თავისებურად გაიაზრებს კიდეც, როგორ მიაღწიოს მას. 
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიის კითხვები
ü  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
ü  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
ü  იქნა თუ არა მიღწეული  დასახული მიზნები?
ü  რა შეიცვალა  თქვენი და  თქვენი კოლეგების  პედაგოგიურ პრაქტიკაში  ამ გაკვეთილის
ü   ჩატარებით?
ü  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/ პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
ü  რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
ü  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
ü  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ü  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ü  რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილი
რეფლექსიის ნიმუშის განხილვა
ხდება მასწავლებლების მიერ დაწერილი რეფლექსიების შედარება სანიმუშო რეფლექსიასთან და განხილვა ( რეფლექსიების წერა ხდება ჩატარებული სავარაუდოდ ჩატარებული გაკვეთილის საფუძველზე).
რეფლექსიის შეფასების რუბრიკის გაცნობა
მასწავლებლები გაეცნენ რეფლექსიის შეფასების რუბრიკას და თვითონვე მოახდინეს თავიანთი ნამუშევრების შეფასება აღნიშნული რუბრიკის საშუალებით.
შეჯამება
რეფლექსია პრაქტიკის ანარეკლია. იმისათვის, რომ ვიყოთ რეფლექსური მასწავლებლები, უნდა ჩამოვიყალიბოთ გარკვეული დამოკიდებულებები: გახსნილობა, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება. მასწავლებლებს სჭირდებათ მზაობა, რათა კრიტიკულად შეხედონ როგორც საკუთარ, ისე კოლეგების იდეებსა და პრაქტიკას.


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
შეხვედრა №1 07.05.2019 წელი
დასწრების ფურცელი
მასწავლებლის გვარი, სახელი
საგანი რომელსაც ასწავლის
საკონტაქტო ტელეფონი
ელ. ფოსტა
ხელმოწერა
1
ხათუნა კუხალაშვილი
დაწყებითი



2
ლელა დავითულიანი
დაწყებითი



3





4





5





6










სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ზუბის საჯარო სკოლა
კოლეგების უკუკავშირი
შეხვედრების ძირითადი თემა:
Ø  სამოდელო  გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვა და წარმართვა;
Ø  ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია;
I-შეხვედრის  ქვეთემა:  სამოდელო გაკვეთილის მიმართულებები, გაკვეთილის დაგეგმვის მიზანი, ეტაპები და ძირითადი კომპონენტები.
შეხვედრის თარიღი:   7.05.2019

შეხვედრის ორგანიზატორის  სახელი და გვარი:   ირმა ნოსელიძე

შეხვედრის მიზანი:     
ü  მასწავლებელმა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, გაეცნოს სამოდელო გაკვეთილის ოთხ ძირითად მიმართულებას.
ü  გაეცნოს სამოდელო  გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებს.

              
II-შეხვედრის  ქვეთემა:  სამოდელო გაკვეთილის გეგმის შედგენა (პრაქტიკული მუშაობა) და გაკვეთილის ნიმუშის განხილვა.
შეხვედრის თარიღი:   21.05.2019 

შეხვედრის ორგანიზატორის   სახელი და გვარი: ირმა ნოსელიძე 

შეხვედრის მიზანი:   
ü  სამოდელო გაკვეთილის გეგმების ერთობლივი შემუშავება.
ü  სამოდელო  გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გაცნობა.


III -შეხვედრის ქვეთემა:   რეფლექსიების წერის  სპეციფიკის  გაცნობა (პარაქტიკული  მუშაობა).რეფლექსიის ნიმუშის განხილვა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
შეხვედრის თარიღი: 28.05.2019

შეხვედრის ორგანიზატორის  სახელი და გვარი:  ირმა ნოსელიძე

შეხვედრის მიზანი:  
ü  მასწავლებელმა  შეძლოს  დაეუფლოს რეფლექსიის  წერის კულტურას.
ü  რეფლექსის შეფასების რუბრიკის გაცნობა.



სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ზუბის  საჯარო სკოლის შერეული ჯგუფის  N0  1,   N0  2,   N0  3     სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:

გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.

1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრაები  სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?



















მასწავლებლის ხელმოწერა:                                                                   







მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:

გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.

1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრაები  სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?























მასწავლებლის ხელმოწერა:                                                                                       









მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:

გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.

1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრაები  სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?























მასწავლებლის ხელმოწერა:                                                                                           





No comments:

Post a Comment

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

https://drive.google.com/open?id=10DF29vGmecHqUsODneuvqGdGnxrpZHE0