პროექტები



გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამისთვის

პროექტის წარმომდგენი სკოლის  სახელწოდება (სრული, იურიდიული)
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ზუბის საჯარო სკოლა
სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა

პროექტის განმხორციელებელი პედაგოგი და
მისი საკონტაქტო ინფორმაცია

სახელი, გვარი
 ირმა ნოსელიძე
პირადი ნომერი

ტელეფონი

ელ-ფოსტის მისამართი
პროექტის წარმომდგენი სკოლის   დირექტორის სახელი, გვარი და ტელეფონი

პროექტის წარმომდგენი სკოლის  ელ-ფოსტა (მოქმედი)

პროექტის წარმომდგენი სკოლის  საიდენტიფიკაციო კოდი

პროექტის სახელწოდება
 “In the world of English Music and Movies” _ “ინგლისური მუსიკისა და კინოს სამყაროში“
მიმართულება
კულტურა /ხელოვნება
სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა

------------------------ ლარი
სამიზნე ჯგუფი
 (მიუთითეთ პროექტში ჩართული მოსწავლეების კლასი/კლასები)


VI_VIII_IX კლასის მოსწავლეები

კურსის ხანგრძლივობა
(პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე მიუთითეთ ან საათების ან თვეების ან დღეების ჯამური რაოდენობა)
ჯამში 14 საათი. 

20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.

კვირაში ერთი აკადემიური საათი.
განხორციელების სავარაუდო ვადები (რომელი თვეების ფარგლებში იგეგმება განხორციელება)
ხანგრძლივობა 3 თვე

 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა
__5_____ გოგონა

__4_____ ბიჭი
პროექტის მიზანი
1.      ენობრივი ცოდნისა და ლექსიკური მარაგის შეძენა მოსწავლისათვის, სამეტყველო უნარ-ჩვევების (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) დახვეწა/გაუმჯობესება.
2.      უცხოური ენის კულტურისა და ტრადიციებისადმი პატივისცემის უნარის გაუმჯობესება, ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა (კულტურათა დიალოგი).
3.      საკომუნიკაციო, ყოველდღიური ავთენტური მასალის მოსმენა, გააზრება, გამეორება და საბოლოო პროდუქტის შექმნა.
4.      შემოქმედებითი/კრიტიკული/თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარება.
5.      მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, ინგლისური ენის პოპულარიზაცია.

პროექტის შედეგები
1.      გაეცნობიან  უცხო ენის კულტურას და შემოქმედებას.
2.      ავთენტური მასალის მოსმენა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიუმჯობესონ  მოსმენის და საკომუნიკაციო უნარ ჩვევები.
3.      მოსმენის შემდგომი სხვადასხვა სავარჯიშოები ხელს შეუწყობს წერის   უნარ ჩვევების გაუმჯობესებას.( ესეს ან თხზულების დაწერა თემის ირგვლივ)
4.      ავთენტური ტექსტის წაკითხვის შედეგად მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უცხო ტექსტის წაკითხვის /აღქმის და გააზრების უნარ ჩვევებს.
5.      მოსწავლეებს განუვითარდებათ საკომუნიკაციო-    მსჯელობის, არგუმენტირების და მკაფიოდ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარ ჩვევები.
6.      განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
7.      თანამშრომლობითი უნარ ჩვევები.
8.      დაძლევენ უცხო ენასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გახდებიან მეტად თავდაჯერებულნი.
9.      აიმაღლებენ ცნობიერებას უცხო ენისა და კულტურისადმი.


გამოყენებული სწვლების მეთოდოლოგია
მოსმენით სწავლება / თანამშრომლობითი სწავლება/ დისკუსია -არგუმენტირებული მსჯელობა/
პროექტის მოკლე აღწერილობა



           უცხო ენის მოსმენით სწავლება ერთ ერთი აპრობირებული და გამართლებული მეთოდია. ცნობილია , რომ მუსიკის მოსმენა და ფილმების( მხატვრული და დოკუმენტური) ჩვენება მოსწავლეებს ეხმარება უცხო ენის შესწავლაში და აუმჯობესებს მოსწავლეთა უნარ ჩვევებს ოთხივე მიმართულებით( წერა, კითხვა, საუბარი, და მოსმენა). გარდა ამისა, ეს მეთოდი ზრდის მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და  მეტ დაინტერესებას.
           კურსის ფარგლებში მოსწავლეები მოისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს და შეისწავლიან უცხო ლექსიკას,  შეასრულებენ შესაბამის გრამატიკულ სავარჯიშოებს, ეცდებიან ტექსტის გამეორებას.   მხატვრული ფილმის ჩვენების შემდეგ იმსჯელებენ პერსონაჟებზე და ზოგადად ფილმზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას ფილმში ასახული თემის ირგვლივ, მოაწყობენ დისკუსიას, დაწერენ არგუმენტირებულ ესეს, დაასახელებენ დადებით და უარყოფით მხარეებს. ყოველი დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეები მოაწყობენ დისკუსიას, გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას, მოამზადებენ პრეზენტაციას და შემოგვთავაზებენ პრობლემის გადაჭრის გზებს.

           პროექტის ფარგლებში შერჩეული მასალა შეესაბამება მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ინტერესს და ასაკს. სამი თვის განმავლობაში ისინი თანმიმდევრობით გაეცნობიან გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს. თვეში ორი საათი დაეთმობა მუსიკალური ნაწარმოების მოსმენას თანდართული აქტივობებით და თვეში თითო  საათი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, ასევე შესაბამისი აქტივობებით.
           გთავაზობთ იმ მუსიკალური ნაწარმოებებისა და ფილმების ზუსტ ჩამონათვალს, რომელსაც მოსწავლეები კურსის  ფარგლებში გაეცნობიან.

          1.   უცხო ენაზე მუსიკალურ ნაწარმოებების სია ასაკის გათვალისწინებით.

·         “Lemon Tree” by Fool’s Garden

·         “Earth Song” by Michael Jackson


·         Imagine” by John Lenon

·         Let her go” by Passenger


·         I Believe I Can Fly” by R. Kelly

·         You’re beautiful” by James Blunt

2.  მოსწავლეები  ნახავენ სამ განსხვავებულ მხატვრულ ფილმს აქტუალური და მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული შინაარსით, შემდგომი განმავითარებელი სავარჯიშოებით.

საჩვენებელი ფილმების ჩამონათვალი:

·         Freedom writers- ფილმის მოკლე აღწერა: ახალგაზრდა მასწავლებელი ერინ გრიუველი, 90_იან წლებში მუშაობას იწყებს ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მათ სწავლისადმი ინტერესი გაუჩინოს.
·         Dead poets society” -  ფილმის მოკლე აღწერა : ჯონ კიტინგი ჰელტონის კოლეჯის სტუდენტების შთამაგონებელი მასწავლებელია, იგი სტუდენტებს თავისუფალი და ლაღი ცხოვრების, წამებისა და შესაძლებლობების გამოყენებისკენ მოუწოდებს, ასწავლის საკუთარი მიზნებისა და საყვარელი საქმის ერთგულებას.

·         “Mona Lisa smile” ფილმის მოკლე აღწერა: ფილმი ასახავს1950–იანი წლების ამერიკელი ქალების მდგომარეობას და როლს საზოგადოებაში. ახალგაზრდა მასწავლებელი ქალი 1953 წელს იწყებს მუშაობას პრესტიჟულ კოლეჯში, სადაც მოსწავლეებს უწევთ არჩევანის გაკეთება მკაცრ საზოგადოებრივ ნორმებსა და ინტელექტუალური თავისუფლებას შორის.

    3.  მოსწავლეები ნახავენ სამ- თემატურად განსხვავებულ შემეცნებით დოკუმენტურ ფილმს განსხვავებულ აქტუალურ  თემაზე:  

·         “Social media and its effect on us “

·         Global worming - Short Documentary(Educational) Understanding Global Warming


·          “ I am Fine “ A short movie about Bulling at school




პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დეტალური აღწერა
1. პირველი გაკვეთილი იქნება გაცნობითი ხასიათის გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზნებს და ამოცანებს. მიიღებენ დეტალურ ინსტრუქციას გეგმის სახით დაგეგმილი აქტივობების და მათი განხორციელების თარიღების  შესახებ პროექტის განმავლობაში.
2.  მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა , სუბტიტრების დახმარებით წაკითხვა,  ტექსტის გამეორება, უცხო ლექსიკასთან მუშაობა.
3. საავარჯიშო „ Fill in Gaps “.  გამოტოვებული ადგილების მოსმენილი უცხო ლექსიკით შევსება/ გამეორება.
4. ავტორის შესახებ ინფორმაციის მოძიება / გაზიარება.
5. ფილმის ჩვენების შემდეგ აქტუალურ თემაზე დისკუსიის მოწყობა/ საკუთარი არგუმენტების მოყვანა / სხვისი აზრის მოსმენა -გაზიარება.
6. ფილმის პერსონაჟების დახასიათება/ დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობა.
7. თითოეული განხილული თემის შესახებ  არგუმენტირებული ესეს დაწერა / გაზიარება.
8. თითოეული განხილული თემის ირგვლივ პრეზენტაციის მომზადება და გაზიარება.
9. ბოლო გაკვეთილი დაეთმობა პროექტის შეჯამებას.
10. კითხვარების მომზადება მოსწავლეებისათვის სადაც ისინი საკუთარ აზრს გამოხატავენ განხორციელებული პროექტის შესახებ.
11. შემაჯამებელი ღონისძიება.

პროექტის მდგრადობა


No comments:

Post a Comment

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

https://drive.google.com/open?id=10DF29vGmecHqUsODneuvqGdGnxrpZHE0