Tuesday, February 26, 2019

Lcc University English speaking competition



          უკვე 6 წელია ვასწავლი მაღალმთიან რაჭა -ლეჩხუმში , სოფელ ზუბში. პროგრამა " ასწავლე საქართველოსთვის"- არის პროგრამა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ.  ამ პროგრამამ საშუალება მომცა გამეცნო უნიკალური და ძალიან თბილი ხალხი , ჩემი კოლეგები და უსაყვარლესი მოსწავლეები. 
         ზუბის საჯარო სკოლაში სწავლებენ უჭკვიანესი და უსაყვარლესი ბავშვბი. დღეს ერთ ერთ მათგანს გაგაცნობთ. ეს არის ულამაზესი გოგონა, ანა ომანაძე. ის არის ძალიან შრომისმოყვარე და თავაზიანი, ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვისაც ეს სჭირდება. 2019 წლის 25 თებერვალს კონკურსის LCC University English Speaking competition -ის ფარგლებში ანამ პირველი  ადგილი მოიპოვა და 1 კვირით მიემგზავრება ლიტვაში, კლაიპედიაში, სადაც ის საქართველოს სახელით გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
         ეს დიდი წარმატებაა ასეთი პატარა სოფლისთვის და სასიხარულო ამბავი  ჩემთვის,  როგორც ანას მასწავლებლისთვის. მინდა ავღნიშნო რომ ჩვენ, რეგიონებში ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები გვყავს და მათ დახმარება, წახალისება და გვერდით დგომა ესაჭიროებათ.  მე დღეს ძალიან ამაყი ვარ . ჩვენ შენით ვამაყობთ ანა.............

https://www.facebook.com/ana.omanadze.56/videos/2283806628523775/  ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.

Saturday, February 23, 2019

მოგესალმებით

მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო!  ჩემი სახელია ირმა ნოსელიძე, ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი და ამჟამად პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში ვასწავლი მაღალმთიან რაჭა- ლეჩხუმში, კერძოდ  სოფელ ზუბში. სწავლების გამოცდილება 6 წელი.
 ჩემი ბლოგის მიზანია ამ წლებში დაგროვილი გამოცდილების  თქვენთვის გაცნობა და გაზიარება , ასევე ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივოებების თავმოყრა და გაზიარება. მოხარული ვიქნები თუ ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები თქვენთვისაც იქნება საინტერესო. თქვენს მიერ მოწოდებული უკუკავშირი კი დამეხმარება ჩემი საქმიანობა უფრო ნაყოფიერი და საინტერესო გავხადო.
გისურვებთ წარმატებას.

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

https://drive.google.com/open?id=10DF29vGmecHqUsODneuvqGdGnxrpZHE0