2019 წლის 8 მაისს , ზუბის საჯარო სკოლაში მე-3 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე" Ronnie mixed seasons", სადაც მოვიწვიე მშობლები და პედაგოგები. გაკვეთილი იყო სახალისო და ნაყოფიერი. მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და ჯგუფურად. გაკვეთილის ბოლოს მათ გადაეცათ წარმატების სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
Sunday, May 19, 2019
2019 წლის 14 მაისიდან 18 მაისი ჩათვლით გაიმართა გასვლითი ტრენინგი პროგრამა " ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში. გავიარეთ ორი ტრენინგ მოდული " პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა" და " კლას- კომპლექტში მუშაობა". ტრენერი ნინო ბეგლარაშვილი. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი. გავიცანი ახალი კოლეგები . მადლობა პროგრამას რომ ზრუნავს ჩვენს პროფესიულ განათლებაზე.
Friday, May 10, 2019
გარე დაკვირვება
2019 წლის 19 აპრილს ცაგერის რაიონის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში წარმატებით გავიარე გარე დაკვირვება ინგლისურ ენაში მესამე კლასში. ეს იყო უდიდესი გამოწვევა და გამოცდილება ჩემთვის , როგორც პეადაგოგისთვის. დამესწრნენ მესამე გაკვეთილზე. თემა " The Fox and The hedgehog" დაკვირვებელი იყო პოზიტიურად განწყობილი ,თუმცა აკვირდებოდა მცირე დეტალსაც კი გაკვეთილის მსვლელობისას. გაკვეთილმა ჩაიარა დადებითად, დროში გაწერილი აქტივობები ყველა მოვასწარი, ძალიან იყოჩაღეს ჩემმა პატარა მოსწავლეებმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდი მხარდაჭერა მქონდა სკოლის დირექტორისგან და კოლეგებისგან , რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი . მინდა გირჩიოთ , არ ინერვიულოთ რადგან შეუძლებელი არაფერია და შრომის შედეგად ყველა მიზნის მიღწევა შეიძლება.
წინ კიდევ ბევრი სიხალე გველის. გისურვებთ წარმატებებს!!!
გარე დაკვირვების გეგმები და შეფასების რუბრიკები ავტვირთე ჩემს ბლოგზე. მოხარული ვიქნები თუკი ისარგებლებთ! :)
Subscribe to:
Posts (Atom)
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
https://drive.google.com/open?id=10DF29vGmecHqUsODneuvqGdGnxrpZHE0

-
მეგობრებო! მესამე კლაისის შემაჯამებელი ვიქტორინა. სახელმძღვანელო New building blocks. students' book . Part II მოსწავლეები დიდი სიხა...
-
2019 წლის 8 მაისს , ზუბის საჯარო სკოლაში მე-3 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე" Ronnie mixed seasons", სადაც მოვიწვიე მშობლ...
-
საკუთარი პედაგოგიური კვლევის ფარგლებში ერთ-ერთ ინტერვენციად გაკვეთილების დაგეგმვის ხარისხის გაუმჯობესება დავისახე. შევეცადე, საგაკვეთილო პრო...