Monday, June 17, 2019

Let's sing a song !!!

პროექტი" ინგლისური ენის შესწავლა ფილმების და მუსიკის გამოყენებით" დასასრულს მიუახლოვდა. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზნით იყვნენ ჩართული ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში. გთავაზობთ ნაწყვეტს ჩვენი ფინალური სიმღერიდან. :) ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ ბავშვებო! მე თქვენით ვამაყობ!  I Believe that you can really fly and reach any goal you have in your life !!! The song by R.Kelly .





ინოვაციური მეთოდები

საკუთარი პედაგოგიური კვლევის ფარგლებში ერთ-ერთ ინტერვენციად გაკვეთილების დაგეგმვის ხარისხის გაუმჯობესება დავისახე. შევეცადე, საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამეხადა 11 კლასის მოსწავლეებისათვის, რაც საბოლოო მიზნის მიღწევაში- მოსწავლეების  სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაში დამეხმარებოდა. ერთ -ერთი ასეთ ინოვაციურ მეთოდად " დისნეის სამი სკამი" მიმაჩნია.  გაკვეთილი დავგეგმეთ და განვახორციელე 10 კლასის ჩართულობით.



სამოდელო გაკვეთილი 11 კლასში. თემა " გენდერული სტერეოტიპები"

 2019 წლის 7 ივნისს პედაგოგიური კვლევის ფარგლებში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი " გენდერული სტერეოტიპები- პრობლემა და გადაჭრის გზები". მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე , სავარაუდო შედეგებზე და შემოგვთავაზეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზები. გაკვეთილს ესწრებოდა სოფ. ზუბის საჯარო სკოლის შეფასების ჯგუფი.





Monday, June 10, 2019

ვიქტორინა . 3 კლასი


მეგობრებო! მესამე კლაისის შემაჯამებელი ვიქტორინა. სახელმძღვანელო New building blocks.  students'  book . Part II
მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთვნენ ვიქტორინის შესრულებაში და დავალებებსაც წარმატებით გაართვეს თავი.
                                                          ვიქტორინა
                                  https://learningapps.org/display?v=pv7ekwz7k19





სასწავლო რესურსი


  მეგობრებო, გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნის სასწავლო რესურს. შეგიძლიათ გამოიყენოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, გისურვებთ წარმატებას! ელექტრონული რესურსი მოტივაციის ამაღლების და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა. საკუთარი პედაგოგიური კვლევის ფარგლებში XI კლასის მოსწავლეებმა გამოსცადეს თავიანთი შესაძლებლობა როგორც დავალების შესრულებაში, ასევე ელექტრონული რესურსის დამზადებაში.



                                                                                 opposites 



სასწავლო რესურსი

 მეგობრებო გიზირებთ სასწავლო რესურს, რომელიც გამოვიყენე მეოთხე კლასში. თემა                                                                " At the market".

სასწავლო რესურსი

https://learningapps.org/display?v=pr3aqaj0j19




Saturday, June 8, 2019

კოლეგები და თანამშრომლობა

სოფ. ზუბის საჯარო სკოლა. შეფასების ჯგუფის წევრები  და კიდევ ერთი შეხვედრა, გამოცდილების გაზირება და ბევრი დადებითი ემიცია. შეხვედრის თემა" სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და განხორციელება" .
                                           მადლობა  თქვენ თანამშრომლობისათვის.

 დეტალურად იხ. კოლეგებთან თანამშრომლობა





მე და ჩემი საყვარელი მოსწავლეები.

პროგრამა " ასწავლე საქართველოსთვის" მარტო იმად ღირდა ჩემს ცხოვრებაში , რომ ეს არაჩვეულებრივი , თბილი და კარგად აღზრდილი ბავშვები გავიცანი. ეს არის და იქნება უდიდესი გამოწვევაც და გამოცდილებაც ჩემს პედაგოგიური კარირაში . ისინი მხოლოდ მე-3 კლასში არიან და რამხელა სითბოს და ენერგიას ასხივებენ.ბავშვებო , მე თქვენ მიყვარხართ და   მადლობა სიყვარულისთვის. 






საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

https://drive.google.com/open?id=10DF29vGmecHqUsODneuvqGdGnxrpZHE0